თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
შეხვედრებს, მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, მოდგილესთან, დევი დევიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრება.
მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, დასახლებების მიხედვით პრიორიტეტული მიმართულებები გამოიკვეთა და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტები შეირჩა.
საკონსულტაციო შეხვედრები, მოსახლეობასთან ამჯერად , ბორბალოს, ასურეთისა და ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა.
2023წლის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში", აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა გარე განათების მოწყობა, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გზების მოხრეშვა, სასაფლაოების შემოღობვა, სკვერებში საბავშვო ატრაქციონების განთავსება.
შეგახსენებთ, რომ 2023წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 894 000 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 21 თებერვლიდან, 9 მარტის ჩათვლით გაიმართება.