თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სხვა საჯარო ინფორმაცია

 

ინფორმაცია ადმინისტრაციული გასაჩივრების წესის შესახებ
 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითშეიძლება წარმოდგენილ იქნას, დაინტერესებული მხარის მიერ    წერილობითი განაცხადი დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, რომელიც            შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ       გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, ახალი ინდივიდუალური  ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას, ან ადმინისტრაციული ორგანოს         ქმედებას. განაცხადიუნდა იქნეს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ        რეკვიზიტებს:

o    ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი;

o    ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;

o    იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ანმოქმედება საჩივრდება;

o    გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება;

o    მოთხოვნა;

o    გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;

o    ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.

საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი აგრეთვე საკრებულოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის(განკარგულება)გასაჩივრება   შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო          ნორმატიული აქტის(დადგენილების) შემთხვევაში უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3279
 
 
 
 

2026 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 
სიახლეები