თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
 

საჯარო ინფორმაციის შესახებ:
საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციასაგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებსთუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფოპროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

საჯარო ინფორმაცია – ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორისნახაზიმაკეტიგეგმასქემაფოტოსურათიელექტრონული ინფორმაციავიდეოდა აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცულიაგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულიდამუშავებულიშექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციაასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია


საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
საჯარო ინფორმაცია ღიააგარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებსსახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმათუ იგი სხვადასხვა სახით არსებობსაგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანშითუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხესაჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი
საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებასაუცილებელი არ არისგანცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანისხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელიგარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისაწარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითსაჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით.

საჯარო ინფორმაციის ასლის ხელმისაწვდომობა 
საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობადაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვისგარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა.


საჯარო ინფორმაციის გაცემა

საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაციამათ შორისელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციადაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისათუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვსსხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებასმნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებასსხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადასაჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა

საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესიასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულებარომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას


საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს:

) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარს;
ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარს;
კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარს;
დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარს;
ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე – 1 საათი – 2,75 ლარს;
ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე – 1 საათი – 0,50 ლარს.

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:
ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას;
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი გადაიხდება საჯარო დაწესებულების სალაროში ან/და საბანკო დაწესებულების მეშვეობით როგორც ნაღდიისე უნაღდო ანგარიშსწორებითსაჯარო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესითამასთანავესაჯარო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა.

საქართველოს კანონი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ

საქართველოს კანონი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №148

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1510
 
 
 
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები