თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

კონკურსი ,,ენერგო ეფექტური სახალხო გამოგონებები"
10 აგვ 2022
 

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვირტუალური პლატფორმა - „ქართული გამოგონებების მუზეუმი აცხადებს კონკურსს „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები“ .

კურსის მიზანია ისეთი იდეების მოძიება და პოპულარიზაცია, რომლებიც ამცირებენ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას და ხელს უწყობენ განახლებად ენერგიაზე გადასვლას. ასეთი გამოგონებების რიცხვს მიეკუთვნება განახლებადი ენერგიის გამოყენება ყოფით ცხოვრებაში, ენერგოდამზოგავი მოწყობილობები, ენერგიის მოხმარების მონიტორინგის უკეთესი მეთოდები და სხვა. გამოგონება შეიძლება იყოს როგორც ახალი ხელსაწყო ან ნივთი, ასევე, მომსახურება ან საქმიანობა.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სახალხო გამოგონებები და მიგნებები,რომლებიც ადამიანებმა სხვადასხვა ყოფითი საჭიროების დასაკმაყოფილებლად შექმნეს და ამისთვის ადგილობრივად ხელმისაწვდომი ცოდნა, რესურსები და ხელსაწყოები გამოიყენეს.

კონკურსში მონაწილეობა  შეუძლია ნებისმიერი ასაკისა თუ გამოცდილების გამომგონებლებს, მცირე ბიზნესებს, სათემო ორგანიზაციებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს.

განცხადების მიღება მიმდინარეობს ამა წლის 15 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: Gamogoneba.ge

საპრიზო ფონდი შეადგენს 20 000 ლარს.

კონკურსის პირობების სანახავად ეწვიეთ გაეროს განვითარების პროგრამის ვებგვერდს.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ შემდეგ საკონტაქტო ელ.ფოსტას:  acclab.geo@undp.org .

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7090
 
 
 
განცხადებები
აგვ 17 კვ 2025
3613
ივლ 07 ორშ 2025
3451
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1673