თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

მიწის სისტემური რეგისტრაციის საინფორმაციო კამპანია
22 აგვ 2022
 

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის № 798

ბრძანებით, ქვეყანაში მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა დაიწყო. სისტემური

რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალად 59 მუნიციპალიტეტი განისაზღვრა. 2022 წლის პირველი იანვრის

მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიის (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) 1/3 ნაწილი ჯერ

კიდევ არ არის რეგისტრირებული, ან რეგისტრირებული მონაცემი ცვლილებას საჭიროებს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სრულად აზომავს,

დაარეგისტრირებს და მონაცემთა ერთიან ბაზას შექმნის. სისტემური რეგისტრაციის რეფორმის

დასრულების თარიღად გამოცხადებულია 2025 წლის პირველი იანვარი.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო

კამპანია მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე პერიოდში,

ზემოაღნიშნულ 59 მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე, მოქალაქეთათვის

საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე, მოქალაქეთათვის

საკონსულტაციო შეხვედრები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 6 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სსიპ - საჯარო

რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან,

სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევენ, სახელმწიფო რეფორმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას

მიაწვდიან და slr.napr.gov.ge პორტალზე რეგისტრაციაში დაეხმარებიან

 
 
მნახველთა რაოდენობა: 8371
 
 
 
განცხადებები
აგვ 17 კვ 2025
5219
ივლ 07 ორშ 2025
5053
 

2026 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 
სიახლეები