თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ ნარჩენების სეპარაციის სისტემის დანერგვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით პირველ ეტაპზე 24 (ცალი) პლასტმასის სპეციალური ურნა შეიძინა, სადაც მოხდება პლასტმასის, მეტალის, შუშის და ქაღალდის ნარჩენების მუნიციპალური ნარჩენებიდან გამოცალკევება.
ურნები პირველ ეტაპზე საჯარო სკოლებში, ბაღებსა და სკვერებში განთავსდა.
სეპარირებული ურნების განთავსება მიზნად ისახავს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, ქალაქში ნარჩენების სეპარაციის სისტემის ეტაპობრივ დანერგვას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 25 იანვარს სოფელ ჯორჯიაშვილში, დასახლების საერთო კრება გაიმართა. პირველ მარტამდე საქართველოს სოფლების მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი.
სოფელი ჯორჯიაშილის მოსახლეობამ კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, სოფელში მოწესრიგდეს სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას.
დასახლების საერთო კრებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, მერიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 27 იანვარს სოფელ შავსაყდარში გამართულ დასახლების საერთო კრებას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე დაესწრო. გიორგი ქორიძემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესახებ, აგრეთვე მიმდინარე წელს დაგეგმილი შავსაყდრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის შესახებ, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარე წელსგანხორციელდება, პროექტი ორწლიანია და მისი ღირებულება შეადგენს 1 461 912 ლარს.
დასახლების საერთო კრებაზე მოსახლეობის უმრავლესობამ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვას და გარე განათების მონტაჟს დაუჭირა მხარი.პროგრამის ფარგლებში სოფელი შავსაყდრისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა შეადგენს 6000 ლარს, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით უნდა გაორმაგდეს. პირველ მარტამდე საქართველოს სოფლების მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი.
1 თებერველს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში დასახლების საერთო კრებებს მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი დაესწრო.
მერის მოადგილემ მოსახლეობას განუმარტა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია, ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებსა და საჭიროებებს და კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაპირდა.
პროგრამის ფარგლებში:
სოფელ ახალსოფელში შიდა გზების მოხრეშვა განხორციელდება,
სოფელ ზირბითში სასმელი წყლის სისტემები მოწესრიგდება,
სოფელ გოხნარში სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ საფუძვრებში შიდა გზები მოწესრიგდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
31 იანვარს ენაგეთში, ამლივში, ახალ ზირბითში, დიდგორში, დრეში, ვანათში, ორბეთში, პანტიანში, ღვევში, ღოლოვანში, შამთაში, წვერსა და წყლულეთში გამართულ დასახლების საერთო კრებებს მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი ესწრებოდა. მერის მოადგილემ მოსახლეობას განუმარტა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებსა და საჭიროებებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
სოფელ ენაგეთში მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება გადაწყვიტა,
სოფელ ამლივის მოსახლეობამ სასმელი წყლის სისტემების და გზების მოწესრიგება,
სოფელი ახალი ზირბითის მოსახლეობამ წყაროს მოპირკეთება და გარე განათების მონტაჟი,
სოფელი დიდგორის მოსახლეობამ გარე განათების მონტაჟი,
სოფლების დრეს,ღვევის,შამთას,ღოლოვანის, ვანათის, მოსახლეობამ მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა,
სოფელი ორბეთის მოსახლეობამ ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა,
სოფელი პანტიანის მოსახლეობამ სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება,
სოფელი წვერის მოსახლეობამ პანტიანიდან წვერამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოხრეშვა, ხოლო
სოფელი წყლულეთის მოსახლეობამ წყაროს მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება და გარე განათების მოწყობა აირჩია.
30 იანვარს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ დასახლების საერთო კრებებს სოფლებში:პატარა თონეთი, დიდი თონეთი და მოხისი მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი დაესწრო.
მერის მოადგილემ მოისმინა ინფორმაცია მოსახლეობის მიერ დასახლებებში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ.
მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გადაწყდა,რომ პატარა თონეთში სოფლამდე მისასვლელ საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, სოფელ დიდ თონეთში შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება , ხოლო სოფელ მოხისში მოხდება მისასვლელი (ძველი) გზის მოწყობა-რეაბილიტაცია.
23 იანვრიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა იწყებს მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებებისა და კონსულტაციების გამართვას.
განრიგი:
➡️23 იანვარი - სოფელი კოდა საბავშვო ბაღის შენობა - 12:00 საათი
➡️23 იანვარი - სოფელი ღოუბანი სოფლის წყაროს მიმდებარე ტერიტორია - 14:00 საათი
➡️23 იანვარი - სოფელი ერტისი საჯარო სკოლის შენობა - 16:00 საათი
➡️24 იანვარი - სოფელი ასურეთი საჯარო სკოლის შენობა - 12:00 საათი
➡️24 იანვარი - სოფელი ენაგეთი საჯარო სკოლის შენობა - 14:00 საათი
➡️24 იანვარი - სოფელი შავსაყდარი სოფლის წყაროს მიმდებარე ტერიტორია - 16:00 საათი
➡️25 იანვარი - სოფელი ბოგვი საჯარო სკოლის შენობა - 15:00 საათი
➡️28 იანვარი - სოფელი ჩხიკვთა საჯარო სკოლის შენობა - 13:00 საათი
➡️28 იანვარი - სოფელი აბელიანი სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 15:00 საათი
➡️29 იანვარი - სოფელი დაღეთი სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 12:00 საათი
➡️30 იანვარი - სოფელი დიდი თონეთი სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 12:00 საათი
➡️30 იანვარი - დაბა მანგლისი საჯარო სკოლის შენობა - 14:30 საათი
➡️31 იანვარი - სოფელი ორბეთი სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 14:00 საათი
➡️1 თებერვალი - სოფელი ახალსოფელი სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 13:00 საათი
➡️4 თებერვალი -სოფელი ნაპილნარი სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 12:00 საათი
➡️5 თებერვალი - სოფელი პატარა ირაგა სოფლის წყაროს მიმდებარე ტერიტორია - 12:00 საათი
➡️5 თებერვალი - სოფელი ალექსეევკა - სოფლის წყაროს მიმდებარე ტერიტორია 14:00 საათი
➡️5 თებერვალი - სოფელი ჭივჭავი - საჯარო სკოლის შენობა - 16:00 საათი
➡️6 თებერვალი - სოფელი სამღერეთი - საჯარო სკოლის შენობა - 12:00 საათი
➡️6 თებერვალი - სოფელი გოლთეთი საჯარო სკოლის შენობა - 14:00 საათი
➡️6 თებერვალი - სოფელი წინწყარო სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 16:00 საათი
➡️7 თებერვალი - სოფელი ქოსალარი საჯარო სკოლის შენობა - 12:00 საათი
➡️7 თებერვალი - სოფელი ხაიში საჯარო სკოლის შენობა - 14:00 საათი
➡️7 თებერვალი - სოფელი დურნუკი - სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია -16:00 საათი
➡️8 თებერვალი - სოფელი ახალი მარაბდა საჯარო სკოლის შენობა - 14:00 საათი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: http://tetritskaro.gov.ge/sajaro-informaciis-motxovna/dasaxlebis-saerto-kreba
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკაშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
14 იანვარს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია საქართველოში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილ აქციას შეუერთდა.
სპეციალურად ამ თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე ეროვნული დროშები გადმოიფინა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს ზეიმობს.
გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს.
მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის - პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.
მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი 2019 წლის 21 იანვარს განახლდება. მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგების გახანგრძლივება.
შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, ქალაქ თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა პავლე ზურაბიანის და მრევლის მონაწილეობით, ქ.თეთრიწყაროში და მიმდებარე დასახლებებში საშობაო ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.
ალილოს პროცესიის მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად ტკბილეული გადასცეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა სულხანიშვილმა, მერიის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის უფროსმა ვალერიან სუხიტაშვილმა და ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა.
ალილო უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა, რომელიც XX საუკუნეში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გარკვეული პერიოდი დავიწყებას მიეცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა – კურთხევით ტრადიცია კვლევ აღდგა და ყოველ წელს, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზეიმო მსვლელობით აღინიშნება.
✔️მიმდინარე წლის 16 იანვარს, 12:00 საათზე, ქალაქ რუსთავში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, 2019 წლის ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტით დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. ➡️დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებს გთხოვთ, მობრძანდეთ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, შემდეგ მისამართზე: ქალაქი რუსთავი, მეგობრობის გამზირის N29ბ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ნიკოლოზ სულხანიშვილთან ერთად, საზედამხედველო კომპანიის „ოპტიმალ+“ და მშენებელი კომპანიების: „შპს არტიფექსის”, შპს „იბერის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
ჩემო თანამოქალაქენო, გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ სიკეთეს, სიხარულსა და ბედნიერებას! 2019 წელს მოეტანოს მშვიდობა და სტაბილურობა, ხვავი და ბარაქა, ერის სიმრავლე და ერთობა. პატივისცემით, გიორგი ქორიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტურიზმის განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება.
2018 წლის 10 დეკემბერს ა.ა.ი.პ. ”თეთრიწყაროს განვითარების ფონდმა” UNDP-თან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა და მიიღო გრანტი 20 000 ა.შ.შ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება ითვალისწინებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურისტების მიერ, ყველაზე ხშირად მონახულებად და შთამბეჭდავ ტურისტულ ადგილებთან, მისასვლელი გზის მანიშნებლების დამონტაჟებას და 12 ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლთან ოთხენოვანი საინფორმაციო დაფების განთავსებას. აგრეთვე მომზადდება 500 უცხოენოვანი საინფორმაციო ბუკლეტი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების შესახებ და განთავსდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ამავე საგრანტო თანამშრომლობს ფარგლებში გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტული ელექრონული რუკის და მობილური აპლიკაციის მომზადება, პროექტის ფარგლებში ტურიზმის სფეროში ჩატარდება სხვადასხვა ტრენინგებიც.
ხელშეკრულების გათვალისწინებული ყველა პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის, მერის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით, სპეციალური ჯგუფი მუშაობს, რომელშიც სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები შედიან.
28 დეკემბერს, ქ. თეთრიწყაროში „მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო მოინახულეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გავაშელმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა თედორაძემ.
ადგილობრივი მეწარმე ზურაბ ბორცვაძე მეფრინველეობას 2011 წლიდან ეწევა და ამ დრომდე მხოლოდ ქათმის საინკუბაციო და სასურსათო კვერცხს აწარმოებდა, პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით, ზურაბ ბორცვაძის მცირე ბიზნესი გაფართოვდება და მეწარმე მეფრინველეობის სხვა პროდუქტების - წიწილის და ხორცის წარმოებასაც შეძლებს. საწარმოში დასაქმდება თეთრიწყაროში მცხოვრები, მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირი ან ეკომიგრანტი.
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, პროგრამის ფარგლებში, მეწარმეს შეუსყიდა 2 დასახელების ინკუბატორი, გენერატორი, საწარმოო მაცივარი, ავზი და სხვა. სახელმწიფო დახმარების ჯამურმა ღირებულებამ 9 795 ლარი შეადგინა.
მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დევნილების მიერ მართული სამეწარმეო საქმიანობა, რათა გაიზარდოს საწარმოების ბრუნვა და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. დაფინანსების მისაღებად ერთ-ერთ აუცილებელ პირობას დევნილების ან ეკომიგრანტების დასაქმება წარმოადგენს.
პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის განმავლობაში 20 დევნილმა მეწარმემ მიიღო 5000 -დან 10 000 -მდე დაფინანსება.
მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერა EPIC პროგრამის ფარგლებში, ფერმანიის ფედერალური მთავრობის და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება
ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 27 დეკემბერს ქ. თეთრიწყაროში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა და ქართული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა: გიორგი სუხიტაშვილმა, ნინი გველესიანმა, მარიკო ებრალიძემ, თემო საჯაიამ, ოთო ნემსაძემ.
საკონცერტო ნაწილის დაწყებამდე, სანტაკლაუსმა და ფიფქიამ ქალაქის ქუჩები ფაეტონით შემოიარეს, ბავშვებს ტკბილეული დაურიგეს და მოქალაქეებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფორსმა - ვაჟა სულხანიშვილმა და მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ღირსეულად წარმოჩენისათვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ცნობილ სახალხო მთქმელს და ხეზე კვეთის ოსტატს ზაქარია გიგაურს, მხატვარებს - ომარ ჩიტალაძეს და თათია ბაკურაძეს, კერამიკოსს - ოთარ შარაბიძეს, ახალგაზრდა რეჟისორს - თინათინ ბეკოშვილს, პოეტებს: ია ნანეიშვილს, დათია ბადალაშვილს და ნათია თვალიაშვილს.
საახალწლო ღონისძიება ადგილობრივი ანსამბლის ,,გუდარეხის“ მიერ შესრულებული „მრავალჟამიერის“ ფონზე, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
კონცერტს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ააიპ მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლია ზურებიანმა, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა სულხანიშვილმა, ჯანდაცვისა და სოციალური განყოფილების უფროსმა მზია მჭედლიშვილმა და მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს დირექტორმა თამარ წულუკიძემ, თანამშრომლებთან ერთად.
ააიპ „ მზრუნველობას მოკლებულთა სასადილო" ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, გაჭირვებულ 80 ბენეფიციარს ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფს, ხოლო სოფლად მცხოვრებ 233 ბენეფიციარს ყოველთვიური დახმარების სახით დაწესებულება გადასცემს მშრალ პროდუქტებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 26 ხუთ 2026
189
მარ 16 ორშ 2026
483
იან 00
576
ნოემ 07 პარ 2025
1889
ნოემ 06 ხუთ 2025
1880
ოქტ 06 ორშ 2025
2311




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















