თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2018-12-24

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, ყაზბეგის ქუჩაზე საავტომობილო გზის მოასფალტება დასრულდა. 

პროექტის ფარგლებში მოასფალტდა აღნიშნული ქუჩის 257 მ-იანი მონაკვეთი, მიმდებარე ჩიხები და ეზოში შესასვლელები. ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე სამკუთხა მონოლითური კიუვეტები.

განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი. 

სამუშაოები მიმდინარე წლის 1 ნოემბერს დაიწყო და დასრულდა 2018 წლის 24 დეკემბერს. 

პროექტის ღირებულება (ხელშეკრულებით) 15999 ლარს შეადგენს. 

კონტრაქტორი კომპანია შპს ”ერ-ტე-დე“.

ვრცლად
2018-12-21

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში მისასვლელი საავტომობილო გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

აღნიშნულ დასახლებაში წლების განმავლობაში ამორტიზებული საავტომობილო გზა აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას, პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის მოწყობა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი.

პროექტი ორწლიანია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის 5 ივლისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2019 წლის 2 იანვარს. სამუშაოების საერთო ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 1 609 165 ლარს.

ვრცლად
2018-12-21

 21 დეკემბერს ქ. თეთრიწყაროში, ააიპ თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ვრცლად
2018-12-20

  თეთიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შემუშავებული, 2019-2020 წლების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა მსოფლიო ბანკმა დადებითად შეაფასა და ნოემბრის თვეში ქ. კიევში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამართულ, მაღალი დონის ორდღიან კონფერენციაზე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას სპეციალური სამახსოვრო ჯილდო გადაეცა. 

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ახალ ინიციატივას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წლის იანვარში და ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 2018 წლის 16 მაისიდან შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ და შეზღუდულ პერიოდში შემუშავდა 2019-2020 წლების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით. გეგმა მუნიციპალიტეტის განვითარების სხვა სტრატეგიებისაგან განსხვავებით, არ არის ყოვლისმომცველი, იგი ვიწროდ ფოკუსირდება კერძო სექტორის განვითარებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას ზრდა, განვითარება და დასაქმება.

გეგმის თანახმად, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მომავალი 2 წლის განმავლობაში მთავარ პრიორიტეტებად განისაზღვრა:

1) ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერა 

2) ბიზნესსექტორის განვითარების მხარდაჭერა 

3) ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია

ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენს არსებული გამოწვევების დაძლევის და სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების ახალ შესაძლებლობას, ადგილობრივი რესურსების გამოყენებით ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარების პროცესს და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაზრდას მმართველობითი პროცესები გახდეს უფრო გამჭვირვალე, ინკლუზიური და ბიზნესისადმი მეგობრული.

ვრცლად
2018-12-19

  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციაზე,კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები გამოავლინა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა საუკეთესო პრაქტიკის კონკურსზე 2 განაცხადი წარადგინა: 1) თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში, რომელიც 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე კავკასია“ ინიციატივით, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან პარტნიორობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად განხორციელდა ქალაქის თანამონაწილეობითი დაგეგმვის პროცესი და შემუშავდა საპროექტო წინადადება „სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაცია ქ.თეთრიწყაროს ცენტრალურ უბანში“. 2) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის შერჩევა არჩევითობის პრინციპით, რაც გულისხმობს საბჭოს შემადგენლობაში, მუნიციპალიტეტის თითოეული დასახლებიდან, მოსახლეობის მიერ, შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული კანდიდატის წარდგენას. 

აღნიშნული პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით, საუკეთესოდ, თეთრიწყაროს, წყალტუბოს, გორის, ოზურგეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების პროექტები დასახელდა. თემაზე - „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა”, საუკეთესოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი გამოვლინდა. ხოლო გენდერული თანასწორობის საკითხებში - წყალტუბოსა და ლაგოდეხის მიერ განხორციელებული პროექტები.

გამარჯვებული მუნიციპალიტეტების პირველ პირებს ჯილდოები ევროკავშირის წარმომადგენელთან - ვინსენტ რეისთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა - თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ - ზაზა გაბუნიამ გადასცეს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) - ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. კონკურსში ოცდაოთხმა მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც გენდერული თანასწორობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და მოქალაქეთა ჩართულობის თემატიკაზე 35 პროექტი წარმოადგინეს.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ვრცლად
2019-01-04

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიწყო საპროექტო წინადადებების მიღება.

ვრცლად
2018-12-19

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ნიკოლოზობას!

ვრცლად
2018-12-17

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ბარბარობას!

ვრცლად
2018-12-14

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან დღემდე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა 51 დასახლებას, მათ შორის დაბა მანგლისს და ქ. თეთრიწყაროს. 

"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებიდან დღემდე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა 5339 მოქალაქეს.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები სარგებლობენ სოციალური შეღავათებით.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით.

მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან.

ვრცლად
2018-12-11

 8 დეკემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლაში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის, მუნიციპალური ტურის ფინალური თამაში ,,მხიარული სტარტები“ გაიმართა. 

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს სოფ.ღოუბნის და სოფ. კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა. თამაშის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული და პირველი ადგილი დაიკავა სოფ. კოდის საჯარო სკოლის გუნდმა ,,ავაზამ“, ხოლო მეორე ადგილი დაიკავა სოფ.ღოუბნის საჯარო სკოლის გუნდმა ,,ონავრებმა“. 

ვრცლად
2018-12-06

  ქ. თეთრიწყაროში, ე.წ. ნამტვრიანის დასახლებაში არსებული სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაობი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა და ხელოვნური საფარი.

მიმდინარე სამუშაობს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.

პროექტის განხორციელების შედეგად ადგილობრივ ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ დაგეგმონ სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, რაც ხელს შეუწყობს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. 

სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის 19 ნოემბერს დაიწყო და 2019 წლის 19 იანვრამდე დასრულდება.

პროექტის ღირებულება (ხელშეკრულებით) 47 141 ლარს შეადგენს

კონტრაქტორი კომპანია - შპს „თეგი“

ვრცლად
2018-12-05

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება - მერიის დაკვეთით, სოფელ მაწევნამდე მისასვლელი, 3,2 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საავტომობილო გზაზე ორფენიანი ასფალტის საფარის მოწყობა და ეზოებთან მისასვლელების მოასფალტება.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა სრულად იყო ამორტიზირებული და მისი მოწესრიგება სოფლის მოსახლეობისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2019 წლის 2 იანვარს. შედეგად უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებს 375 პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარი. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეუგრუპი“ პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება - 771 724 ლარი.

ვრცლად
2018-12-05

 მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შიდასამეურნეო ქსელის მოწესრიგების მიზნით დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების შესახებ, 5 დეკემბერს სოფელ ჯორჯიაშვილში და ასურეთში, ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ამავე პროექტის წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით ქაჯაიამ. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: საქართველოში მსოფლიო ბანკის მისია ვილფრიდ ჰანდერტმარკის ხელმძღვანელობით, რეგიონალური ექსპერტი გევორგ მიჩიკიანი და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ალგეთი-ტბისი-კუმისის სერვისცენტრის წარმომადგენლები. 

2018 წელს „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, დასრულდა ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის ძირითადი/მაგისტრალური სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, პროექტის მეორე ეტაპზე იგეგმება შიდასამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოების განხორციელება, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის 20 სოფელს: ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, შავსაყდარი, ასურეთი, ბორბალო, ღოუბანი, ვაშლოვანი, ერტისი, მუხათი, კოდა, ძველი მარაბდა, ახალი მარაბდა, ქოთიში, ხაიში, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი და ქოსალარი. შედეგად გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობები, მოხდება სასოფლო-სამეურნეო მიწების მაქსიმალურად ათვისება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარება. 

აღსანიშნავია, რომ შიდასამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოების განხორციელება 2019 წლიდან დაიწყება და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. 

ვრცლად
2018-12-05

  საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) მიერ, 2018 წლის 30 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე, კოდის სათემო განათლების ცენტრი ზრდასრულთა განათლების წლის საუკეთესო ცენტრად დასახელდა. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს კოდის სათემო განათლების ცენტრის ადმინისტრაციას და თითოეულ თანამშრომელს მიღწეულ წარმატებას!

ვრცლად
2018-12-04

  ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, 4 დეკემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა. 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და საქართველოს განვითარების და უსაფრთხოების ცენტრის ევროკავშირის პროგრამების დირექტორმა გოგიტა ღვედაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

კამპანიას მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “ENIGMMA-2”, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს. კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით იმართება.

ვრცლად
2018-11-20

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში საავტომობილო გზის მოასფალტება მიმდინარეობს. 20 ნოემბერს მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი. 

აღნიშნულ დასახლებაში წლების განმავლობაში მისასვლელი საავტომობილო გზა ამორტიზებული იყო, რაც აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის განხორციელების შედეგად უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობებით ისარგებლებს 600-მდე პირდაპირი ბენეფიციარი.

პროექტი ორწლიანია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის 5 ივლისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2019 წლის 2 იანვარს. სამუშაოების საერთო ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 1 609 165 ლარს.

ვრცლად
2018-11-20

  20 ნოემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შიდასამეურნეო ქსელის მოწესრიგების მიზნით დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების განსახილველად, ამავე პროექტის წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ქაჯაია და წარმომადგენელი ლადო შონია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

2018 წელს „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, დასრულდა ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის ძირითადი/მაგისტრალური სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, პროექტის მეორე ეტაპზე იგეგმება შიდასამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოების განხორციელება, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის 20 სოფელს: ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, შავსაყდარი, ასურეთი, ბორბალო, ღოუბანი, ვაშლოვანი, ერტისი, მუხათი, კოდა, ძველი მარაბდა, ახალი მარაბდა, ქოთიში, ხაიში, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი და ქოსალარი. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, შიდასამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის პროექტის წარმომადგენლების მონაწილეობით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ზემოაღნიშნულ დასახლებებში. პროექტის ფარგლებში შექმნილი ტექნიკური ჯგუფი კონსულტაციას გაუწევს საირიგაციო სისტემის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული სოფლების წყალმომხმარებლებს. 

ვრცლად
2018-11-14

  სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ დაკვეთით, ქ. თეთრიწყაროში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება.

საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობა ისარგებლებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ საქართველოს სახელმწიფო ეროვნული არქივის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს „მექანიზატორის“ სერვისებით.

საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციონირების მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსახლეობისათვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხიანი სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა.

ვრცლად
2018-11-11

11 ნოემბერს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის ფარგლებში, ქ. თეთრიწყაროში და სოფელ ჭივჭავში, მუნიციპალური თამაშები გაიმართა მინი ფეხბურთში და გეზრბენში.

 თამაშებში ჩართული იყო მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლა (დაბა მანგლისის #1; ქ. თეთრიწყაროს #1; სოფ. კოდის, სოფ. ირაგის, სოფ. წინწყაროს, სოფ. სამშვილდის, სოფ. სამღერეთის, სოფ. ხაიშის, სოფ. დიდგორის). 

საპრიზო ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად: გეზრბენი (გოგონები) - პირველი ადგილი სოფ. ირაგის საჯარო სკოლის გუნდი; მეორე ადგილი - სოფ. ხაიშის საჯარო სკოლის გუნდი; გეზრბენი (ვაჟები) - პირველი ადგილი სოფ. ირაგის საჯარო სკოლის გუნდი; მეორე ადგილი დაბა მანგლისის #1 საჯარო სკოლა; მესამე ადგილი სოფ. დიდგორის საჯარო სკოლა; მინი ფეხბურთი - პირველი ადგილი სოფ. ხაიშის საჯარო სკოლის გუნდი; მეორე ადგილი ქ. თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლის გუნდი; მესამე ადგილი სოფ. ირაგის საჯარო სკოლის გუნდი;

შეჯიბრების გამარჯვებულები ღონისძიების ორგანიზატორებმა სიგელებით დააჯილდოვეს, ისინი ასპარეზობას რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებენ. სპორტულ თამაშებს ესწრებოდნენ: მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ფატიმა შავაძე, ააიპ სპორტული სკოლის დირექტორი ზურაბ ბაბლუანი, პედაგოგები და მოსწავლეები.

ვრცლად
2018-11-09

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ თონეთში, გრუნტიანი შიდა საავტომობილო გზები მოსწორდა გრეიდერის საშუალებით და მოეწყო სანიაღვრე არხები. სამუშაოებს ახორციელებს ააიპ „თეთრიწყარო წყალი“.

ვრცლად
 

    2026 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები
    ნოემ 27 ხუთ 2025
    791