თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2018-11-09

  9 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის, მომავალი 3 წლის სამოქმედო გეგმის და 2019 წლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გასული, მიმდინარე და დასაგეგმი წლების ძირითადი პრიორიტეტების და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ეკატერინე აფციაურმა. მომავალი 3 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტები საზოგადოებას განსახილველად წარუდგენა მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების უფროსმა ნატო ალთუნაშვილმა და უპასუხა შეხვედრის მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს. 2019 წლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის პროექტის მიხედვით, სამომავლოდ გათვალისწინებული დახმარების სახეების შესახებ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური განყოფილების უფროსმა მზია მჭედლიშვილმა.

 აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 – 2022 წლების პრიორიტეტული მიმართულებებად კვლავ რჩება: -ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია -განათლება; -კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; -მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, -წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, თავდაცვა. 

ძირითადი საკითხების განხილვის შემდგომ, შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოქალაქეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ წარედგინათ საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები, რომელიც შემდგომ აისახება მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმაში. კანონის თანახმად, აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

ვრცლად
2018-11-07

  საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საქართვლოს 8 მუნიციპალიტეტის, მათ შორის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჭიროებებისა და განვითარების შესაძლებლობების შეფასების მომზადებას. შეფასება გახორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით: ეკონომიკური ზრდა და დივერსიფიკაცია; ბუნებრივი რესურსების მდგარდი მართვა და გარემოს დაცვა. შედეგად, მომზადდება მუნიციპალიტეტებში პირდაპირი მხარდაჭერის მექანიზმების გახორციელების რეკომენდაციები გაეროს განვითარების პროგრამის პროექტისათვის „სოფლის განვითარების ხელშეწყობა“.

 აღნიშნული პროექტის შესახებ, 7 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა: ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცის აღმასრულებელი დირექტორი კახა დაუშვილი და ასოციაციის კონსულტანტი ანა ქათამაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს მალხაზ სამაშვილს და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პროექტის ფარგლებში, სამომავლოდ შეხვედრები იგეგმება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთანაც. 

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, შემუშავდეს მხარდაჭერის ისეთი მექანიზმები, რომლებიც სრულ შესაბამისობაში და თანხვედრაში იქნება მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო მხარდაჭერის პროგრამებთან და იმავდროულად ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას.

ვრცლად
2018-11-05

  4 ნოემბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლაში, მუნიციპალური თამაშებები გაიმართა კალათბურთში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში.

თამაშებში ჩართული იყო მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლის (დაბა მანგლისის №1; . თეთრიწყაროს №1; სოფ. კოდის, სოფ. ასურეთის, სოფ. წინწყაროს, სოფ. ერტისის, სოფ. ხაიშის, სოფ. თონეთის) 14 გუნდი.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: კალათბურთი (გოგონები) - პირველი ადგილი დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლის გუნდი; მეორე ადგილი .თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლა; კალათბურთი (ვაჟები) - პირველი ადგილი დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლის გუნდი; მეორე ადგილი სოფ. წინწყაროს საჯარო სკოლა; მესამე ადგილი სოფ. ასურეთის საჯარო სკოლა; ფრენბურთი (გოგონები) - პირველი ადგილი . თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის გუნდი; მეორე ადგილი სოფ. ხაიშის საჯარო სკოლა; ფრენბურთი (ვაჟები) - პირველი ადგილი სოფ. ერტისის საჯარო სკოლის გუნდი; მეორე ადგილი სოფ. კოდის საჯარო სკოლა; მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები) - პირველი ადგილი დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლის გუნდი; მეორე ადგილი სოფ. თონეთის საჯარო სკოლა; მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები) - პირველი ადგილი სოფ. წინწყაროს საჯარო სკოლის გუნდი; მეორე ადგილი დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლა; შეჯიბრების გამარჯვებულები ღონისძიების ორგანიზატორებმა სიგელებით დააჯილდოვეს. გამარჯვებულები ასპარეზობას რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებენ. სპორტულ თამაშებს ესწრებოდნენ: მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ფატიმა შავაძე, ააიპ სპორტული სკოლის დირექტორი ზურაბ ბაბლუანი, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.

ვრცლად
2018-11-05

  ქალაქ თეთრიწყაროში და დაბა მანგლისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრები აშენდება. ახალი პუნქტების მშენებლობა გააუმჯობესებს ჯანდაცვის სერვისის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ცენტრს დაშორებული სოფლების მოსახლეობისათვის. შენობები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აშენდება და აღიჭურვება სამედიცინო, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ინვენტარით. პროქტი ამ ეტაპზე გადის სავალდებულო ექსპერტიზას, ხოლო სამშენებლო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.

 პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ერთობლივად ახორციელებენ

ვრცლად
2018-11-02

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ წინწყაროს, გოლთეთის, დიდი დურნუკის, პატარა დურნუკის, ქოსალარის და ქოთიშის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის, მასშტაბურ პროექტზე მუშაობა დაიწყო.
შესაბამისი დარგის ექსპერტების მიერ, მიმდინარეობს წინასაპროექტო კვლევა რაც მოიცავს მდინარე ხრამის ხეობაში ..“ყარასოს წყლისდებეტის განსაზღვრას და სატუმბი სადგურის მოსაწყობად, ადგილმდებარეობის ერჩევას
პროექტირებაზე ტენდერს მუნიციპალიტის მერია მიმდინარე წელს გამოაცხადებს, ხოლო, შესაბამისი სამუშაოების განხორციელება გათვალისწინებულია მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში.
ღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ სოფლებს, აგრეთვე სოფ. ფარცხისს და მაწევანს სასმელი წყალი დღეის მდგომარეობით მიეწოდება .. „ქსოვრეთის სათავეებიდან“ (14 კმ მანძილიდან). წყლის დებეტის სიმცირის გამო, ვერ ხდება სასმელი წყლით აღნიშნული დასახლებების სრულყოფილი მომარაგება.
პროექტის განხორციელების შემდგომ, ამჟამად არსებულ ქსელზე დარჩება სოფლები: ფარცხისი, მაწევანი და დაერთდება საღრაშენი, ხოლო ახალ სისტემაზე გადავა შემდეგი სოფლები: წინწყარო, გოლთეთი, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოსალარი და ქოთიში. შედეგად, გაიზრდება ხარისხიან სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესდება ხსენებული სოფლების მოსახლეობის წყალმომარაგება. პროექტის შედეგად, გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს 3500-ზე მეტი ბენეფიციარი.

ვრცლად
2018-11-02

  სოფელ ღოუბანში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაბინძურებული ტერიტორია დასუფთავდა. დასუფთავების სამუშაოები განხორციელდა სოფელ ასურეთშიც, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავდა სოფლის მიმდებარედ არსებული ტერიტორია. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად. სტიქიური ნაგავსაყრელების დასუფთავების სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და მოიცავს მუნიციპალიტეტის დასახლებებს, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას არალეგალური ნაგავსაყრელებით გამოწვეული პრობლემა.

სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპსბაზისი“. შესყიდვის ღირებულება ხელშეკრულებით 15999 ლარს შეადგენს.

ვრცლად
2018-11-02

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია სოფლების: ჯორჯიაშვილისა და ბოგვის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის მასშტაბურ პროექტზე მუშაობს, რაც გულისხმობს მდინარე ალგეთის რესურსის გამოყენებით, მოსახლეობისათვის ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფას.

 შესაბამისი დარგის ექსპერტების მიერ, უკვე განხორციელდა წინასაპროექტო სამუშაოები, რომელიც მოიცავდა წყლის დებეტის განსაზღვრას და სათავე ნაგებობის ადგილმდებარეობის შერჩევას, ხოლო შემდგომ ეტაპზე მოხდება წყლის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება და დაიწყება სათავე და საფილტრი ნაგებობების, გამანაწილებელი რეზერვუარის, ცენტრალური მაგისტრალის და შიდა ქსელის მოწყობის პროექტირება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად. სამუშაოებს ესწრებოდა ადგილობრივი მოსახლეობაც.

 აღსანიშნავია, რომ წყლის დამატებითი რესურსების მოძიების შემთხვევაში, მოგვარდება წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებს სოფელ ჯორჯიაშვილისა და ბოგვის მოსახლეობას.

ვრცლად
2018-11-01

  სოფელ ბორბალოში, მისასვლელი საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების ორმული შეკეთება უახლოეს დღეებში დაიწყება
სამუშაოები დროებითი ღონისძიებაა, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. საავტომობილო გზით სარგებლობს ბორბალოს, ღოუბნის, ერტისის და ვაშლოვნის მოსახლეობა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს ბორბალო-ღოუბნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია-მოწყობის პროექტის მომზადება (პროექტი ამ ეტაპზე გადის სავალდებულო ექსპერტიზას). პროექტირების დასრულების შემდგომ, მერია აღნიშნული გზის სრულყოფილ რეაბილიტაციას გაითვალისწინებს მომავალი წლების სამოქმედო გეგმაში

ვრცლად
2018-11-01

 საყოფაცხოვრებო და დიდი რაოდენობით ცხოველური ნარჩენებისაგან დასუფთავდა, სოფელ ვაშლოვნის მიმდებარედ არსებული სტიქიური ნაგავსაყრელი
აღსანიშნავია, რომ არალეგალური ნაგავსაყრელი განთავსებული იყო დასახლებულ პუნქტთან ახლოს, რაც ზრდის სხვადასხვა დაავადებების გავრცელების რისკს, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს.
ნაგავსაყრელების დასუფთავების სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და მოიცავს მუნიციპალიტეტის დასახლებებს, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას არალეგალური ნაგავსაყრელებით გამოწვეული პრობლემა
სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპსბაზისი
შესყიდვის ღირებულება ხელშეკრულებით 15999 ლარს შეადგენს.

ვრცლად
2018-11-01

სოფელ ასურეთში ყაზბეგის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა ქუჩის 257 -იან მონაკვეთზე და მიმდებარე ჩიხებზე. პროექტით გათვალისწინებულია ქუჩაზე სანიაღვრე სამკუთხა მონოლითური კიუვეტების მოწყობაც.
მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე. მერი ასევე შეხვდა აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებს და მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ
პროექტის განხორციელება 1 ნოემბერს დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით დასრულდება 2018 წლის 24 ნოებრამდე. პროექტის ღირებულება (ხელშეკრულებით) 15999 ლარს შეადგენს
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დაიწყება სოფელ ასურეთში, რუსთაველის ქუჩის მოასფალტებაც. მუნიციპალიტეტის მერიამ 15 ოქტომბერს გამოაცხადა ტენდერი აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებზე (NAT180016434). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 383 922 ლარი.

ვრცლად
2018-10-31

  ქ. თეთრიწყაროს მომავალ წელს კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატება. მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, . თეთრიწყაროში თამარ მეფის . N38-ში მდებარე, ყოფილი სავაჭრო ცენტრის შენობაში, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მოსაწყობად, პროექტი მზადდება.
შენობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ჩაუტარდება რეაბილიტაცია და განთავსდება სხვადასხვა სივრცეები: ტურისტული მომსახურების ცენტრი, საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, კაფე, საოფისე და კომერციული ფართები, სარიტუალო დარბაზი და სხვადასხვა საჭიროების ადმინისტრაციული სერვისები.
მუნიციპალიტეტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული მომსახურების ცენტრის ფუნქციონირება, რომლის ძირითადი დანიშნულება იქნება საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტების სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტის შესახებ. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორგანიზებული ტურების დაგეგმვას, ტურისტების რაოდენობის ზრდას და თეთრიწყაროს, როგორც ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაციას. ამასთანავე, შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტში ტურისტული ნაკადების ზრდის სტატისტიკის წარმოება და ტურიზმის სფეროს განვითარების ტენდენციების დადგენა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქის ცენტრალური ნაწილის იერსახის და მიმზიდველობის გაუმჯობესებას, ტურიზმის განვითარებას და მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას. ფუნქციადაკარგული შენობა კი ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

ვრცლად
2018-10-30

 30 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტისსოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიფარგლებში, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა რიგით მეორე საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი გამოაცხადა.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული, 2018 – 2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის:
გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება
სასოფლო სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა
სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია

საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადები უნდა შეესაბამებოდეს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და ხელს უწყობდეს მის განხორციელებას. სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების, ასევე სავარაუდო აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე (http://tetritskarolag.ge/strategy-ge/) ან მიიღოთ RDFG-ისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ოფისში, სოფელი ჯორჯიაშვილი, ბოგვი-ჯორჯიაშვილის გზატკეცილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

საგრანტო კონკურსი მოიცავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს და მის ფარგლებში შემავალ ყველა თემსა და სოფელს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირსა და სახელმწიფო უწყებას/მის წარმომადგენლობებს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში თითოეულ პროექტზე შესაძლებელია მაქსიმუმ 60,000 და მინიმუმ 1,000 ევროს (ექვივალენტით ლარში) ოდენობის დაფინანსების მიღება. საგრანტო კონკურსში სავალდებულოა თანამონაწილეობა, რომლის ოდენობა იცვლება აპლიკაციის სახეობის მიხედვით:
სოციალური პროექტები პროექტის საერთო ღირებულების 10%
სამეწარმეო პროექტები პროექტის საერთო ღირებულების 30%
საჯარო სექტორის პროექტები პროექტის საერთო ღირებულების 40%

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე, უნდა წარმოადგინონ პროექტის იდეის განაცხადის ვრცლად

2018-10-24

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხოპისში მისასვლელი საავტომობილო გზა მოსწორდა გრეიდერის საშუალებით, ამასთანავე მოხდება გზის გარკვეული მონაკვეთების მოხრეშვა. მისასვლელი და შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგების სამუშაოები დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებშიც. სამუშაოებს ახორციელებს ააიპთეთრიწყარო წყალი

ვრცლად
2018-10-24

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ აბელიანში მისასვლელი, გრუნტიანი საავტომობილო გზის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად სუფთავდება არსებული სანიაღვრე არხები.

მისასვლელი და შიდა საავტომობილო გზები მოწესრიგდება მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებშიც. სამუშაოებს ახორციელებს ააიპთეთრიწყარო წყალი“.

ვრცლად
2018-10-23

  სოფელ ქოსალარამდე მისასვლელი, 5,8 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში დასრულდება გზის მოხრეშვა და დაიწყება საავტომობილო გზის მოასფალტება.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ სულხანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამორტიზირებული საავტომობილო გზის მოწესრიგება სოფლის მოსახლეობისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა, ვინაიდან წლების განმავლობაში მწობრიდან იყო გამოსული და აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის განხორციელების შედეგად, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებს 600-მდე პირდაპირი ბენეფიციარი.

პროექტი ორწლიანია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო 2018 წლის 5 ივლისს და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2019 წლის დასაწყისში.

ვრცლად
2018-10-23

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიდ ირაგაში, პატარა ირაგაში, სამღერეთში, შიხილოში და ჭივჭავში მისასვლელი და შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგება მიმდინარეობს. საავტომობილო გზები გრეიდერის საშუალებით, მოსწორდება მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებშიც.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ სულხანიშვილი. სამუშაოებს ახორციელებს ააიპთეთრიწყარო წყალი“. 

ვრცლად
2018-10-23

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოიხრეშება 5 კილომეტრამდე საავტომობილო გზა, განსაკუთრებით რთულ მონაკვეთებზე მოეწყობა ბეტონის საფარი და სანიაღვრე კიუვეტები.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ სულხანიშვილი.

სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპსროუდ სოლუშენს“. 

 

ვრცლად
2018-10-22

  ქალაქ თეთრიწყაროში დუმბაძის ქუჩის და მიმდებარე 3 ჩიხის მოასფალტება მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში მოიხრეშება გზის გვერდულებიც.

მიმდინარე წელს განხორციელდა . თეთრიწყაროში ჯავახიშვილის ქუჩის დარჩენილი ნაწილის და მიმდებარე 2 ჩიხის რეაბილიტაციაც, პროექტის ფარგლებში მოასფალტდა საავტომობილო გზა და მოეწყო სანიაღვრე არხები.

საერთო ჯამში ორივე ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 კმ-მდე საავტომობილო გზას. განხორციელებული სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით 318 315 ლარს შეადგენს

ვრცლად
2018-10-16

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არალეგალური ნაგავსაყრელების დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შესწავლილ იქნა დაბინძურებული ტერიტორიები, რომელთა საერთო ფართობი 163 300 კვ. შეადგენს.

სამშენებლო-საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან ამ ეტაპზე სუფთავდება, სოფელ ასურეთის და ჯორჯიაშვილის მიმდებარე ტერიტორიები. სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და მოიცავს მუნიციპალიტეტის დასახლებებს, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას არალეგალური ნაგავსაყრელებით გამოწვეული პრობლემა.

სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპსბაზისიშესყიდვის ღირებულება ხელშეკრულებით 15999 ლარს შეადგენს.

ვრცლად
2018-10-12

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. სოფელ კლდეისში მისასვლელი გზის მონაკვეთი სტიქიის შედაგად მრავალჯერ დაზიანდა და საფრთხეს უქმნიდა მგზავრთა გადაადგილებას. საავტომობილო გზის სირთულის გათვალისწინებით, 260 -იან მონაკვეთზე მიმდინარეობს ბეტონის საფარის და წყალამრიდი არხის მოწყობა.

სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით 98028 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შპსთიესაი კომპანი“.

ვრცლად
 

    2026 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები
    ნოემ 27 ხუთ 2025
    791