15 მარტს თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ახალგაზრდების
გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებისთვის"” საანგარიშო პრეზენტაცია გაიმართა,
რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ
სამაშვილი, საქართველოს სტრატეგიული კვლევევისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი ახალგაზრდები და თემით დაინტერესებული პირები
დაესწრნენ.
განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევების და ცენტრის მიერ, სამომავლოდ დასახული გეგმების შესახებ ინფორმაცია აუდიტორიას ცენტრის ხელმძღვანელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა გააცნო.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის ჩატარდა პროექტების წერის, ფონდების მოძიების, აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, ლიდერობის და ა.შ. საგანმანათლებლო ტრენინგები.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივ ახალგაზრდებს მხარს უჭერს სამოქალაქო აქტივობების და ინიციატივების განხორციელებაში. მერიამ 2018 წელს თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს ფუნქიონირებისათვის, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შენობა გადასცა, რომელიც ახალგაზრდებმა სხვადასხვა მცირე საგრანტო პროგრამების დახმარებით, გაარემონტეს და განათავსეს სხვადასხვა სივრცეები. დღეის მდგომარეობით, მოპოვებული გრანტების მეშვეობით, ორგანიზაციას განხორციელებული აქვს 26 677 ლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტები. ამასთანავე, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი აქტიურად არის ჩართული სოციალურ კამპანიებში, კულტურულ და გარემოსდაცვით ღონისძიებებში. ცენტრში იმართება მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, ფილმის ჩვენებები, ინტელექტუალური შეჯიბრებები.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მოწვევით, ქ. თეთრიწყაროს მშვიდობის კორპუსის მოხალისე ეწვია, რომელიც ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდებს ვრცლად
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, სოფელ ჭივჭავში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაობი მიმდინარეობს. შეიცვალა შენობის სახურავი, კარ-ფანჯარა, შეილესა კედლები. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სამზარეულო, სველი წერტილები და ეზო, მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემები. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჭივჭავის თემიდან დავით ხვისტანი, მერიის ზედამხედველობს სამსახურის უფროსი ნიკოლოზ სულხანიშვილი და მერის წარმომადგენელი ჭივჭავის ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ ზურაბიანი. მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში, სტანდარტების შესაბამისი და თანაბრად ხელმისაწვდომი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად გეგმიურად ხორციელდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება: 2019 წელს ახალი საბავშვო ბაღები აშენდება სოფელ წინწყაროში და სოფელ ფარცხისში, ხოლო სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ მარაბდის საბავშვო ბაღს.
სოფელ ჭივჭავის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის განხოციელებაზე 174 888 ლარი დაიხარჯება (ხელშეკრულების მიხედვით). სამუშაობს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შპს „არტიფექსი“.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, ახალი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, სპორტული მოედანი, რომლის ფართობიც 450 კვ.მ შეადგენს, შემოიღობება ლითონის ბადით და მოეწყობა ხელოვნური საფარი. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და მერიის ზედამხედველობს სამსახურის უფროსი ნიკოლოზ სულხანიშვილი. აღსანიშნავია, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მოსახლეობასთან სხვადასხვა დროს გამართულ შეხვედრებზე ერთ-ერთ საჭიროებად დაასახელეს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში, სპორტის პოპულარიზაციას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. პროექტის განხოციელებაზე 39 952 ლარი დაიხარჯება (ხელშეკრულების მიხედვით). სამშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბაზისი“ სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის 20 აპრილამდე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ სულხანიშვილი გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე ხორციელდება საავტომობილო გზის და მიმდებარე 2 ჩიხის მოასფალტება, სანიაღვრე სამკუთხა ბეტონის კიუვეტების მოწყობა და ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით გზის ნაპირების მოხრეშვა. საერთო ჯამში მოასფალტდება 1.14 კმ საავტომობილო გზა.
ახლადრეაბილიტირებული ინფრასტრუქურით ისარგებლებს 300-მდე პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარი.
პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით. სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 314 000 ლარს.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 3 428 652 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
მიღებული დაფინანსების ფარგლებში გათვალისწინებულია:
სოფელ ვაშლოვნის სოფელ კოდასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის (4,7 კმ) რეაბილიტაცია (გამოცხადებულია ტენდერი NAT190002090, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები).
სოფელ შავსაყდარში მისასვლელი საავტომობილო გზის (3,2 კმ) რეაბილიტაცია (გამოცხადებულია ტენდერი NAT190001707, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები).
დაბა მანგლისში თამარ მეფის ქუჩის (1 კმ) რეაბილიტაცია (გამოცხადებულია ტენდერი NAT190004753);
ქ. თეთრიწყაროში აბანოს ქუჩის საავტომობილო გზის (0,14 კმ) მოწყობა (გამოცხადებულია ტენდერი NAT190003450, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები);
ქ. თეთრიწყაროში ჭავჭავაძის ჩიხის საავტომობილო გზის (0,4 კმ) მოწყობა (გამოცხადებულია ტენდერი NAT190003456, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები);
ქ. თეთრიწყაროში გურამიშვილის ქუჩის საავტომობილო გზაზე (0,5 კმ) ასფალტის საფარის მოწყობა (ტენდერში NAT190001034 გამარჯვებული გამოვლენილია)
ქ. თეთრიწყაროში წმინდა ნინოს ქუჩის საავტომობილო გზის (0,47 კმ) მოწყობა (ტენდერი NAT190001032 დასრულდა უარყოფითი შედეგით, გამოცხადდება განმეორებით).
საერთო ჯამში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 10,4 კმ მისასვლელ და შიდა საავტომობილო გზას.
დაბა მანგლისში ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, თოკების პარკის ატრაქციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა და ხელი მოეწერა აღნიშნული პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას.
პროექტი ხორციელდება საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ევროკავშირის და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (kfw) დაფინანსებით. პროექტი ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ I საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარადგინა და მიიღო დადებითი შეფასება. პროექტი ითვალისწინებს ალგეთის ეროვნულ პარკში (დაბა მანგლისი) მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქციის მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ვიზიტების ზრდას. პროექტის ღირებულება შეადგენს 250 000 ლარს.
აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების
ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სხვა პროექტების და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ალგეთის ეროვნულ პარკში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, სამხარეო განვითარების ასოციის თავმჯდომარე ვანო გრიგალაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და გფა კონსალტინგ გრუპის წარმომადგენლები.
9 მარტს ქალაქ თეთრიწყაროში შვეიცარიის ელჩს საქართველოში პატრიკ ფრანზენს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ უმასპინძლეს.
შეხვედრის მიზანს კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მონახულება წარმოადგენდა მათ შორის სოფელ წინწყაროში არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმო შპს „წინწყარო+“.
ელჩთან ერთად სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ: SDC თანაშემწე გენერალური დირექტორი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ელჩი რუთ ჰუბერი, სამხრეთ კავკასიის პროგრამის მენეჯერი ირინე კრანზლინი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი ოლივიე ბურიკი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის მოადგილე ვერნერ თუტი და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ბექა თაღაური.
სტუმრებმა მოინახულეს ა.ა.ი.პ. „თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლის“ , კოდის სათემო განათლების ცენტრის მიერ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენები და ადგილობრივი მეწარმე ქალბატონის მიერ წარმოებული ჟოლოს პროდუქცია, აგრეთვე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალური სერვისის ქალთა ოთახის საქმიანობას.
მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ - ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, ქალთა დღესასწაულები პირადად მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს ქ. თეთრიწყაროში მცხოვრებ ქალბატონებს: საქართველოს დამსახურებულ ექიმს გულნარა გიგაურს და ახალგაზრდა კინორეჟისორს თინათინ ბეკოშვილს.
პროფესიით მეან-გინეკოლოგი გულნარა გიგაური, 63 წელია რაც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის მინიჭებული აქვს ღირსების ორდენის კავალერის, საუკუნის წარმატებული ექიმის, თეთრიწყაროს საპატიო მოქალაქის წოდება.
ახალგაზრდა კინორეჟისორი, დოკუმენტური ფილმის „მე ვარ გოდერძი ჩოხელი“ ავტორი, თინათინ ბეკოშვილი აქტიურად არის ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში: ქ. თეთრიწყაროში ხელმძღვანელობს საბავშვო თეატრს და მონაწილეობს სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებში, წერს ლექსებს, მუშაობს რომანზეც, რომლის გამოცემასაც უახლოეს მომავალში აპირებს. თიკო მუშაობს მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში არსებული ტაძრებისა და კულტურული ძეგლების შესახებ, ახალი დოკუმენტური ფილმის სცენარზეც, რომელსაც კინორეჟისორი შესაბამისი სპონსორის მოძიების შემთხვევაში გადაიღებს.
დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით, 5 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ფოიეში, ა.ა.ი.პ. თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლის მიერ, ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყო.
5 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, ა.ა.ი.პ. თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,
დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები: მამუკა ონაშვილი, ხვიჩა მაღლაკელიძე, ანდრია გველესიანი და მსახიობები: დათო ბეკოშვილი და რომან ქერქაძე.
ღონისძიებაზე დამსწრე ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა სულხანიშვილმა და კულტურის ცენტრის დირექტორმა ზამირა ხაჭვანმა.
ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და მოადგილე ბერდია ხვისტანი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.
5 მარტს 15:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, ა.ა.ი.პ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,
დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები: მამუკა ონაშვილი, ხვიჩა მაღლაკელიძე, ანდრია გველესიანი და მსახიობები: დათო ბეკოშვილი და რომან ქერქაძე.
ღონისძიების ფარგლებში, ა.ა.ი.პ. თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლის მიერ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში, მოეწყობა ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა.
ღონისძიების ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ.
1 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და "საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს ერთობლივი მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა.
პროექტების ძირითადი მიზანია, სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WASH სტანდარტების დამკვიდრება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის ცენტრი“-ს, ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“-ს, თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყარო -წყალი“-ს წარმომადგენლები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და Wash საბჭოს ჯგუფის წევრები.
25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში საბჭოთა ოკუპაციის დღეა.ამ დღესთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
21 თებერვალს ა.ა.ი.პ. „თეთრიწყაროს ახალგაზრდულმა ცენტრმა“ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. შეხვედრის მონაწილეებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ახალგაზრდული ცენტრის მიღწევების, აგრეთვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.
შეხვედრას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, საკრებულოს წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი ერთადერთი ორგანიზაციაა ქ. თეთრიწყაროში, რომელიც ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2016 წლიდან სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. ორგანიზაცია თავდაპირველად 4 ადგილობრივი ახალგაზრდის ძალისხმევით ჩამოყალიბდა, დღეისათვის კი მის ორგანიზაციულ საქმიანობაში და პროექტების განხორციელებაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 300-მდე ახალგაზრდაა ჩართული.
ადგილობრივ ახალგაზრდებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს სამოქალაქო აქტივობების და ინიციატივების განხორციელებაში. მერიამ 2018 წელს თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს ფუნქიონირებისათვის, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შენობა გადასცა, რომელიც ახალგაზრდებმა სხვადასხვა მცირე საგრანტო პროგრამების დახმარებით, გაარემონტეს და განათავსეს სხვადასხვა სივრცეები. დღეის მდგომარეობით, მოპოვებული გრანტების მეშვეობით, ორგანიზაციას განხორციელებული აქვს 26 677 ლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტები.
თეთრიწყაროს ახალგაზრდულმა ცენტრმა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდების განვითარება პოზიტიური ცვლილებებისათვის“ ფარგლებში,განახორციელა შენობაში არსებული 2 ოთახის რეაბილიტაცია და სველი წერტილების მოწყობა, აგრეთვე უზრუნველყო ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის პროექტების წერის, ფონდების მოძიების, აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, ლიდერობის და ა.შ. საგანმანათლებლო ტრენინგები, ხოლო ამჟამად CSRDG-ის მხარდაჭერით, მიმდინარეობს მუშაობა სამომავლო განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე. ამასთანავე, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი აქტიურად არის ჩართული სოციალურ კამპანიებში, კულტურულ და გარემოსდაცვით ღონისძიებებში. ცენტრში იმართება მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, ფილმის ჩვენებები, ინტელექტუალური შეჯიბრებები. აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში ორგანიზაციის მოწვევით ქ. თეთრიწყაროს მშვიდობის კორპუსის მოხალისე ეწვევა, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს უფასოდ შეასწავლის ინგლისურ ენას.
20 თებერვალს ქ. რუსთავში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინიციატივით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - ,,ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი” გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო, ქვემო ქართლში ტურიზმის განვითარების პერსპექტივების წარმოჩენა და მხარის, როგორც თავისი მრავალფეროვნებით გამორჩეული, ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონის შესახებ ცნობადობის გაზრდა.
კონფერენციის მონაწილე დარგის ექსპერტებმა და აკადემიური წრეების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, მედია-ორგანიზაციების, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა, დეტალური ინფორმაცია მიიღეს მხარის ღირსშესანიშნაობების, მნიშვნელოვანი სამეცნიერო-არქეოლოგიური აღმოჩენების, ტურისტული მიმართულებით რეგიონის მასშტაბით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. კონფერენციას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას მხარს უჭერს, როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა. აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2018 წელს ქ. თეთრიწყაროში ტურისტული გამოფენა „თეთრიწყარო 2018“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდა თეთრიწყაროში არსებული ტურისტული რესურსების შესახებ. ტურიზმის მიმართულებით, მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება სამომავლოდაც.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 16 თებერვალს ააიპ კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში ცნობილი ქართველი პოეტის, ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა და პოეტებმა: გიული ჩქარეულმა, ნინო არსენაშვილმა, გელა მიდელაშვილმა, დათა ბადალაშვილმა და სახალხო მთქმელებმა: ზაქრო გიგაურმა და ადამ ბექაურმა.
ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს სახელოვნებო სკოლის მიერ წარმოდგენილი გამოფენა და მონაწილეობა მიიღეს ვეფხისტყაოსნის გადაწერაში.
პოეზიის საღამოს ორგანიზება გაუწიეს:მერის მოადგილე ლია ზურებიანმა, მერიის თანამშრომელმა ლამარა ბექაურმა და ააიპ კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის დირექტორმა ზამირა ხაჭვანმა.
პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია მოადგილესთან, სოსო პირველთან ერთად, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერიისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები და საპატრიარქოსთან არსებული საგვარეულო კავშირის წევრები.
13 თებერვალს თეთრიწყაროს მერიაში გამართულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში საკვების ნარჩენების შეგროვებისა და მართვის საკითხებზე იმსჯელეს.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აქტიურად თანამონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან ქვეყნის მასშტაბით საკვები ნარჩენების უფრო ეფექტურად სეგრეგირების, განცალკევებისა და მართვის საკითხებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებმა განიხილესს ახლო მომავალში თეთრიწყაროში განსახორციელებელი მოსალოდნელი აქტივობები, ინიციატივები და რეკომენდაციები, რომლებიც საჭიროა რომ განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად დანაკარგების შემცირებისა და ნარჩენების უფრო ეფექტურად მართვისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერიის თანამშრომლები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტები გიორგი ანდღულაძე და მარიამ ანეთი.
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, იწყებს „მოყვარულთა თასი“-ს გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში (11x11).
სეზონი სტარტს აიღებს 1 აპრილს და დასრულდება 15 დეკემბერს.
მოყვარულთა თასი 2019“ სამ ეტაპად ჩატარდება - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური.
მუნიციპალურ ეტაპზე თითოეულ რაიონში სავალდებულოა მინიმუმ ოთხი გუნდის ასპარეზობა.
მონაწილე მუნიციპალიტეტებმა 2019 წლის 22 თებერვლამდე, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას ოფიციალური წერილით უნდა დაუდასტურონ პროექტში მონაწილეობა, ხოლო გუნდების ოფიციალური განაცხადები უნდა გამოაგზავნონ 2019 წლის 08 მარტამდე. კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ტურნირი დაიწყება მუნიციპალიტეტთან შეთანხმებულ დროს.
ჩემპიონატში მონაწილეობა არის უფასო.
ჩემპიონატის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის ასაკიდან, რომელიც არ ირიცხება საქართველოს ეროვნული ლიგა 1, ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3, ლიგა 4, რეგიონალური ლიგები (ყველა რეგიონალური ლიგა), ჭაბუკთა ლიგები, ფუტსალის ლიგა და ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდებში.
მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადგინონ 18-დან 30-მდე რაოდენობის მოთამაშეთა განაცხადი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - gafaleague@gmail.com
გუნდის განაცხადის ფორმის შესავსებად უნდა მობრძანდეთ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში. მის.: ქ. თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. #34.
მოყვარულთა თასი“ არის ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს - UEFA-ს მიერ. 2018 წელს საქართველოს საუკეთესო სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმავრცლად
ივლ 06 ორშ 2026
806
ივლ 03 პარ 2026
828
ივლ 02 ხუთ 2026
929
ივლ 03 პარ 2026
858
მაი 26 სამ 2026
1199
ივნ 11 ხუთ 2026
1227
იან 00
1215
იან 00
1431




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















