16 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის" (EUWI+) პროექტის ფარგლებში, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და ხრამი-დებედას მდინარეთა აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგების განხილვა გაიმართა.
ქ. თეთრიწყაროში, ე.წ. ნამტვრიანის დასახლებაში მდებარე ახლადრეაბილიტირებული სპორტული მოედანი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, პირველმა მოადგილემ ზვიად ჭუნაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ დაათვალიერეს.
15 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, პირველმა მოადგილემ ზვიად ჭუნაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე პროექტები მოინახულეს.
ქ. თეთრიწყაროში აბანოს ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოასფალტდა 0.14 კმ სიგრძის საავტომობილო გზა, მოეწყო გვერდულები და ეზოში შესასვლელები.
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე მსოფლიო კამპანიას „დედამიწა ჩემი სახლია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები გარემოსდაცვითი აქციებით შეუერთდნენ.
24 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ფოთლოვანი ხის ნერგები დარგეს ქ. თეთრიწყაროს მიმდებარედ, გაჩეხილი ტყის მასივის ტერიტორიაზე.
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 24 აპრილს ქ. თეთრიწყაროში ქ. გამწვანების ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, კულტურისა და დასვენების პარკში ფიჭვის, ცაცხვის და ნეკერჩხლის ნერგები დაირგო.
დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღნიშნეს სოფელ ასურეთში. სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ქორიძესთან ერთად, მარადმწვანე და ფოთლოვანი ხის ნერგები დარგეს სოფლის ცენტრში მდებარე სკვერში, სკოლისა და საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე. გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ასურეთის საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა და აღსაზრდელებმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, შპს „თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა“.
აქციის მიზანი იყო მწვანე საფარის აღდგენის ხელშეწყობა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
23 აპრილს ქ. თეთრიწყაროში, ა.ა.ი.პ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრში, წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სპეციალურად მოეწყობილ სივრცეში წარმოდგენილი იყო წიგნების გამოფენა და სამკითხველო კუთხე. ცენტრში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სასიამოვნო გარემოში გაცნობოდნენ ბიბლიოთეკაში დაცულ წიგნად ფონდს და მიეღოთ ინფორმაცია საბიბლიოთეკო საქმიანობასთან დაკავშირებით.
ღონისძიებას დაესწრნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერიის თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები, ბიბლიოთეკაში მომუშავე სპეციალისტები და თემით დაინტერესებული პირები. მათ თეთრიწყაროს ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.
მალხაზ სამაშვილმა ღონისძიების ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა კულტურის ცენტრის დირექტორს ქალბატონ ზამირა ხაჭვანს, მის მოადგილეს ქალბატონ ნელი მაისურაძეს და კულტურის ცენტრის თანამშრომლებს. მალხაზ სამაშვილმა ასევე დაათვალიერა ქ. თეთრიწყაროს ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია 21 ათასამდე წიგნი: როგორც ქართული, ასევე უცხოური მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო და სხვა საინტერესო გამოცემები ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართულებით.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 9 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, მათ შორის ერთი ქ. თეთრიწყაროში და 8 სხვადასხვა დასახლებაში. აღსანიშნავია რომ 2019 წელს გაიხსნა ახალი ბიბლიოთეკა სოფელ თონეთში.
1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლების დაცვის
ვრცლად
ა.ა.ი.პ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ქ. თეთრიწყაროს ბიბლიოთეკაში მოეწყობა წიგნების გამოფენა და წარმოდგენილი იქნება სამკითხველო კუთხე. წიგნის ჩუქების მსურველები, სიმბოლურად, ერთმანეთს გადასცემენ საჩუქრად წიგნებს, ასევე სურვილის მიხედვით, ნებისმიერ პირს შეუძლია თეთრიწყაროს ბიბლიოთეკას გადასცეს წიგნები საჩუქრად, ამისთვის სპეციალურად დაიდგმება ცარიელი წიგნების თარო, წარწერით: ,,აჩუქე ბიბლიოთეკას წიგნი“.
ბიბლიოთეკარები განიხილავენ თემას, თუ რა როლი აქვს წიგნს ადამიანის ცხოვრებაში. ყველა მობრძანებულ სტუმარს საშუალება ექნება, წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით, დაწეროს საკუთარი იდეა და დატოვოს სპეციალურ ყუთში.
სტუმრებს ელით სასიამოვნო გარემო და გემოვნებიანი მუსიკა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ქ. თეთრიწყაროში მარაბდის, გურამიშვილის და აბანოს ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
მიმდინარე წელს, შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგება გათვალისწინებულია ქ. თეთრიწყაროში წმინდა ნინოს (სავარაუდო ღირებულება 185 687 ლარი) და ჭავჭავაძის (სავარაუდო ღირებულება 168 833 ლარი) ქუჩებზეც.
საერთო ჯამში, 2019 წელს ქ. თეთრიწყაროში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ქუჩას და მოასფალტდება 2 კმ-ზე მეტი შიდა საავტომობილო გზა. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები ისარგებლებენ უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კულტურის ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითი ჯგუფების მოსწავლეებმა. ბავშვებმა გააცოცხლეს ქართული ანბანი და ჩატარდა ღია გაკვეთილი დედაენის დღის მნიშვნელობის შესახებ.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლის ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობაში გაიმართა.
სახელოვნებო სკოლის დირექტორმა ზეინაბ აბულაძემ ისაუბრა მოვლენებზე, რომელიც 14 აპრილს წინ უძღოდა და ყურადღება გაამახვილა ქართული ენის დაცვის საქმეში სტუდენტი-ახალგაზრდობის როლზე, თუ როგორ აღუდგა წინ, კონსტიტუციიდან ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის ამოღების შესახებ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა 14 აპრილის უშუალო მონაწილე, მერიის თანამშრომელი, მარინე გიგაური.
სახელოვნებო სკოლამ, დედაენის დღესთან დაკავშირებით, წარმოადგინა თემატური გამოფენა. დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს სკოლის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ ტიკურიშვილმა და ნიკოლოზ ამურველაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე, მერის მოადგილეები ბერდია ხვისტანი და ლია ზურებიანი, მერიის, საკრებულოს, სახელოვნებო სკოლის თანამშრომლები და თემით დაინტერესებული პირები.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჭივჭავში. პროექტის ფარგლებში შეიცვალა შენობის სახურავი, კარ-ფანჯარა აგრეთვე, გათვალისწინებულია ცენტრალური გათბობის სისტემების მოწყობა, სამზარეულოს, სველი წერტილების და ეზოს მოწესრიგება.
პროექტის განხოციელებაზე 174 888 ლარი დაიხარჯება (ხელშეკრულების მიხედვით). მნიშვნელოვანია, რომ შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.
2019 წელს ახალი საბავშვო ბაღები აშენდება სოფელ წინწყაროში და სოფელ ფარცხისში (მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება), ხოლო სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ მარაბდის საბავშვო ბაღს (მერიის მიერ გამოცხადებულია ტენდერი სამუშაოებზე NAT190005555). პროექტის სავარაუდო ღირებულება 143`981 ლარს შეადგენს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგების მიზნით, ქ. თეთრიწყაროში გურამიშვილის (0.51 კმ, ღირებულება 249610 ლარი), მარაბდის (0.46 კმ, ღირებულება 270 000 ლარი) და აბანოს (0.14 კმ, ღირებულება 45 549 ლარი) ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, ქ. თეთრიწყაროში წმინდა ნინოს (ჩიხებით) და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციაზეც.
საერთო ჯამში, 2019 წელს ქ. თეთრიწყაროში მოასფალტდება 2 კმ-ზე მეტი შიდა საავტომობილო გზა.
9 აპრილს ქ. თეთრიწყაროში, 1989 წლის 9 აპრილის ისტორიულ მოვლენები გაიხსენეს.
ააიპ თეთრიწყაროს კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე წამოდგენა გაიმართა , მოეწყო ფოტო-ვიდეო ჩვენება 9 აპრილს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების და დაღუპული გმირების შესახებ. ასევე გაიმართა ისტორიული მოვლენების ამსახველი გამოფენა. ღონისძიების დასასრულს, სიმღერის ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ფონზე, დამსწრე საზოგადოებამ სიმბოლურად, ერთმანეთს ტიტები და სანთლები გადასცეს, დაიხაზა საქართველოს რუკა სანთლებით და სანთლებითვე დაიწერა ,,მადლობა თავისუფლებისთვის“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი,ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, ააიპ კულტურის ცენტრის თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მოქალაქეები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 26 ხუთ 2026
189
მარ 16 ორშ 2026
483
იან 00
576
ნოემ 07 პარ 2025
1889
ნოემ 06 ხუთ 2025
1880
ოქტ 06 ორშ 2025
2311




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















