თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება დაიწყო. ამ დროისთვის მოსახლების მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 50-მდე სოფელში მიმდინარეობს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, სოფელ ლიპაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სოფლამდე მისასვლელი გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოებს.
კოდა 4:1 ირაგა მასტერ ლიგის თეთრიწყაროს მუნიციპალური ეტაპის პირველი შეჯიბრის შედეგი. შემდეგ ეტაპზე ერთმანეთს შეხვდებიან: ირაგის საფეხბურთო გუნდი და ქ. თეთრიწყაროს საფეხბურთო გუნდი "გარისი". შეჯიბრი 20 აგვისტოს გაიმართება. მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდი რეგიონალურ ტურნირზე იასპარეზებს. შეჯიბრს ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი.
სოფელ ჯორჯიაშვილში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე გაეცნო. პროექტი დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯტიდან, ხელშეკრულების ღირებულება 134 361 ლარს შეადგენს. სანიაღვრე არხის მოწყობის შედეგად, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი მოსახლეობის სახლებისა და ნაკვეთების დატბორვის საფრთხე.
ქ. თეთრიწყაროში, მარაბდის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე გაეცნო. პროექტის მიხედვით, მოასფალტდება ქუჩის 500-მდე მონაკვეთი, გზის ორივე მხარეს მოეწყობა სანიაღვრე არხები და გაბიონი. სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ქუჩაზე სრულად შეიცვალა წყალმომარაგების ქსელი. პროექტის ღირებულება 270 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ქ. თეთრიწყაროში 2 კილომეტრამდე სიგრძის, შიდა საავტომობილო გზა მოასფალტდება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაკვეთით, ქ. თეთრიწყაროში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროექტი ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, საზოგადოებრივი ცენტრის პროექტის მენეჯერი მარიამ ძაგნიძე, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი.
12 აგვისტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე აღინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ საზოგადოებას დიდგორობის დღესასწაული მიულოცეს და სიტყვით მიმართეს.
ქალაქ თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია, შენობის ინტერიერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, მათ შორის ამორტიზებული ხის კარ-ფანჯრების შეცვლა, ჭერის რეაბილიტაცია. ამასთანავე, მოეწყობა შესაბამისი სტანდარტების, თანამედროვე საგამოფენო სივრცე.
8 აგვისტოს, თეთრიწყაროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, ვლადიმერ დავითაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა პავლე ზურაბიანმა. 19 წლის კაპრალი ვლადიმერ დავითაშვილი 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს გარდაიცვალა.
სოფელ დიდი ირაგის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი გაეცნენ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, სოფელ ბორბალოს საექიმო ამბულატორიის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო. პროექტის მიხედვით შეიცვლება შენობის სახურავი კარ-ფანჯარა. მერი ბორბალოს საექიმო ამბულატორიაში ვიზიტისას, დამსახურებულ ექიმს, ქალბატონ ლია ვაშაყმაძეს შეხვდა და პირადად მოისმინა ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულების საჭიროებების შესახებ.
ქ. თეთრიწყაროში ქეთევან წამებულის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია, ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის მოსახლეობა მალე ახალი საავტომობილო გზით ისარგებლებს.
გრძელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მისასვლელი, 4.7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში ხორცის ნახევარფაბრიკატების დამამზადებელი საწარმო და სწრაფი კვების ობიექტი „ჩება“ გაიხსნა. საწარმოო ობიექტი, თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის (RDFG) თავმჯდომარემ - ვანო გრიგოლაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
26 ივლისს, ქ. თეთრიწყაროში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების პროექტების გამოფენა მოაწყო და პირველი საგრანტო კონკურსის აპლიკანტებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, ალგეთის ეროვნულ პარკში, ვიზიტორთა ახალი ცენტრი და შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“ გაიხსნა. ოფიციალური ღონისძიება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა გახსნეს.
სოფელ მარაბდაში საბავშო ბაღის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მალხაზ სამაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემრულებელთან ნიკოლოზ სულხანიშვილთან ერთად მოინახულა.
26 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „დმანისობა 2019“ საზეიმოდ აღინიშნა. პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილ ღონისძიებაში, შემოქმედებითი ჯგუფები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდანაც მონაწილეობდნენ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით სოფელ ჭივჭავის, ირაგის, ალექსეევკის და სამშვილდის საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჭივჭავის თემიდან დავით ხვისტანი. მალხაზ სამაშვილმა მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად ასევე მოინახულა სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები.
2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: სამღერეთში, სამშვილდეში, დაღეთში, ქსოვრეთში, აბელიანში და პატარა ირაგაში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
ივლ 06 ორშ 2026
806
ივლ 03 პარ 2026
828
ივლ 02 ხუთ 2026
929
ივლ 03 პარ 2026
858
მაი 26 სამ 2026
1199
ივნ 11 ხუთ 2026
1227
იან 00
1215
იან 00
1431




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















