19 ნოემბერს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბორბალო, ღოუბანი და ერტისი მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და პირადად გაეცნენ თითოეულ დასახლებაში არსებულ საჭიროებებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს წინასაპროექტო სამუშაოები, რომლის მიზანია, მდ. ჭივჭავისწყლის ხარისხის ლაბორატორიული შესწავლა. დღეს, სპეციალისტების მიერ, შესაბამისი სინჯები იქნა აღებული. მიღებული დასკვნის შესაბამისად, იგეგმება მასშტაბური პროექტის განხორცილება, რომლის შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება სოფელ წინწყაროს და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგება.
ისტორიის სასკოლო კონკურსი "დიდგორელი" 28 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი - ისტორიის სასკოლო კონკურსი "დიდგორელი", რომელშიც ჩართულნი არიან საჯარო და კერძო სკოლები. კონკურში მონაწილეობენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. შიდა სასკოლო ტურის შედეგად გამარჯვებულმა 121 მოსწავლემ, 8 ოქტომბერს, მონაწილეობა მიიღო კონკურსის მეორე ტურში, რომელიც გიმართა ქ. თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში. საკონკურსო ტესტი შედგებოდა 40 ღია და დახურული კითხვისგან. საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს გამოავლენს სპეციალური ჟიური და ისინი მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მესამე ტურში. ტესტირების დასრულების შემდეგ, „დიდგორელის“ 121 მონაწილეს საჩუქრად გადაეცა სპეციალური მედალი „დიდგორელი“, სიგელი და წიგნები.
ღონისძიების ფარგლებში, კონკურსის მონაწილეებთან, პედაგოგებთან და სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართეს: ცნობილმა ისტორიკოსმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ, კომპანია "არემჯის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა და გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ თინათინ მღვდლიაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. „დიდგორელის“ ფინალისტებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის ფასიანი საჩუქრები, ხოლო გამარჯვებულს დაენიშნება სტიპენდია. ასევე, ფინალისტები ეწვევიან სახელმწიფო უნივერსიტეტებს, გაეცნობიან ისტორიის კათედრის მუშაობას, შეხვდებიან ცნობილ ისტორიკოსებს და დაათვალიერებენ ოკუპაციის მუზეუმს და ა.შ. გარდა ფინალისტებისთვის გათვალისწინებული საჩუქრებისა, მეუფე ანანიამ მიიღო გადაწყვეტილება ფინალისტებს დამატებით გადასცეს სპეციალური საჩუქრები და ფულადი პრიზი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ განხორციელდება სხვა მუნიციპალიტეტებში. ისტორიის კონკურსის „დიდგორელის“ გენერალური სპონსორია კომპანია „არემჯი“.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრები და დიალოგი გრძელდება. ამჯერად, სოფელ ფარცხისის, ჩხიკვთის მაწევნის და აბელიანის მოსახლეობას შეხვდნენ: თეთიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი მეშველიანი და თამაზ ნავერიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილეები მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსმინეს ინფორმაცია დასახლებულ პუნქტებში არსებული საჭიროებების შესახებ და მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის გზებზე, ამასთანავე, მიაწოდეს ინფორმაცია, 2020-2021 წლების განმავლობაში განსახორციელებელი პროექტების შესახებ, რომელიც შეეხება მისასვლელი და შიდა გზების მოწესრიგებას, საბავშვო ბაღების და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, წყალმომარაგების გაუმჯობესებას, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და ა.შ. სოფელ ფარცხისის მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად საბავშვო ბაღის მშენებლობა, შიდა გზების რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება დაასახელა, ჩხიკვთის მოსახლეობამ - გაზიფიცირება, სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სოფლის შიდა გზის რეაბილიტაცია და სპორტული მოედნის მოწყობა, მაწევნის მოსახლეობამ - წყალმომარაგების გაუმჯობესება და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, აბელიანის მოსახლეობამ - გაზიფიცირება, წყალმომარაგების გაუმჯობესება, სკოლის შენობის და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასახელა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. 27 სექტემბერს სოფელ კლდეისის, ალექსეევკის, დიდი ირაგის და გოლთეთის მოსახლეობას, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის მოადგილეები: მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი შეხვდნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის საჭიროებებს და მიაწოდეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამების, ასევე კონკრეტულ დასახლებაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ხსენებული სოფლების საერთო საჭიროებად გაზიფიცირება დასახელდა. კლდეისის მოსახლეობამ სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებასთან ერთად, გარე განათების მოწყობა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია დაასახელა, სოფელ ალექსეევკის მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად - ამბულატორიის და სპორტული სტადიონის მოწყობა, სოფელ ირაგის მოსახლეობამ - მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სპორტული მოედნის მოწყობა, ხოლო გოლთეთის მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასახელა. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მომავალი წლების სამოქმედო გეგმის შედგენისას მაქსიმალურად იქნება გათვალიწინებული თითოეული დასახლების განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებები.
27 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორთტან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მებრძოლების მემორიალი და დაბა მანგლისში ომში გარდაცვლილ მებრძოლთა საფლავები. 1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იყვნენ, ბაბუშერას აეროპორტთან, ზღვიდან ნასროლი სითბური რაკეტით ჩამოაგდეს. თვითმფრინავში 132 ადამიანი იყო, რომელთაგან 108 დაიღუპა. საბედისწერო რეისის მგზავრებს შორის 7 მებრძოლი იყო სოფელ ასურეთიდან: ძმები - სოსო და კობა გურგენიძეები, მათი ბიძაშვილი როსტომ გურგენიძე, ხვიჩა კაციტაძე, ჯუმბერ (ელგუჯა) გოცირიძე, ბესიკ მურუსიძე და დათო ავალიანი. დღეს, სოხუმის დაცემის დღიდან 26 წელი გავიდა. ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს!
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში, მოსწავლებს შორის სპორტული შეჯიბრები - „მხიარული სტარტები“ გაიმართა. ევროპის სპორტის კვირეული ევროკომისიის ორგანიზებით, საქართველოში 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით. ღონისძიების კოორდინატორია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, სპორტული შეჯიბრები 30 სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში გაიმართება, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ სახეობებში.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრები გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დონდუა, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე სოფელ წინწყაროს, ქოსალარის და ხაიშის მოსახლეობას შეხვდნენ და პირადად გაეცნენ თითოეულ დასახლებაში არსებულ საჭიროებებს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მნიშვნელოვანი პროგრამების და პროექტების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, აგრეთვე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდასაჭერად. ადგილობრივ მაცხოვრებლებს მიეცათ შესაძლებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ მათთვის საინტერესო საკითხები და გაცნობოდნენ მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სოფელ წინწყაროს და ქოსალარის მოსახლეობამ ძირითად საჭიროებად სასმელ წყალზე და სკოლამდელი აღზრდის განათლებაზე ხელმისაწვდომობა დაასახელა, ხოლო ხაიშის მოსახლეობამ - სოფელში სპორტული ინფრასტრუქტურის და შიდა გზების მოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მომავალი წლების სამოქმედო გეგმის შედგენისას მაქსიმალურად იქნება გათვალიწინებული თითოეული დასახლების განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებები. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 7 700 000 ლარზე მეტი ღირებულების 128 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ძირითადი მიმართულებაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლებში საპირფარეშოების მოწყობა და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და სხვა.
18 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს, ა.(ა) ი.პ. თეთრიწყაროს განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული საგრანტო წინადადება, რომელიც გულისხმობს სოფელ ასურეთში ადგილობრივი ღვინის წარმოების განვითარების ხელშეწყობას და იმსჯელეს საბჭოს თავმჯდომარის - გულიკო შოშიტაშვილის მიერ წარმოდგენილ საორგანიზაციო საკითხებზე. სხდომა აქტიური კითხვა-პასუხის და დიალოგის რეჟიმში წარიმართა. საბჭოს სხდომის ოქმის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: http://tetritskaro.gov.ge/files/uploads/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98-9.pdf
ქალაქ თეთრიწყაროში სანიღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქალაქის ქუჩებზე, სადაც უხვი ნალექის დროს ადგილი ჰქონდა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვას, მოეწყობა ახალი, ხოლო გაიწმინდება და მოწესრიგდება არსებული სანიღვრე სისტემა. მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი ადგილზე გაეცნო. სამუშაოების ღირებულება (ხელშეკრულებით) 144 444 ლარს შეადგენს. პროეტი დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
16 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი დაიწყო. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, ქ. თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მერმა სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა და წარმატება უსურვა. სკოლის დირექციამ წარჩინებული მოსწავლეებიც დააჯილდოვა, სპეციალური სიგელები ბავშვებს გიორგი ქორიძემ გადასცა. აღსანიშნავია, რომ 2019-2020 სასწავლო წლიდან სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდა და ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელს სხვა სახელმძღვანელოებთან ერთად, უფასოდ გადაეცა.
15 სექტემბერს, ქ. თეთრიწყაროში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმი ოფიციალურად გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. "წარსული თუ მხოლოდ წარსულში რჩება ის ნახევრად მკვდარია, მაგრამ მისი გაცოცხლების მომენტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ნგრევის, ომისა და ოკუპაციის შემდეგ გვაძლევს მომავლის რწმენას, რომ კიდევ მრავალი საუკუნე ვიქნებით, ვიარსებებთ, რადგან კიდევ შეგვიძლია ამ ყველაფრის გადარჩენა და დაფასება", - აღნიშნა პრეზიდენტმა. ფორუმის მონაწილეები დალოცა და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ, სიტყვით გამოვიდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად. ფორუმზე სპეციალურ სივრცეებში წარმოდგენილი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ საინფორმაციო მასალები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის და ქვემო ქართლის რეგიონის სხვა თვითმმართველი ერთეულების მიერ, მოეწყო ეთნოგრაფიული მასალების, ტრადიციული რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. ბავშვებმა წარმოადგინეს ხალიჩების ქსოვის, ხატვის, მოზაიკის შექმნის მასატერკლასები, გაიმართა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ფორუმის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო მოხსენებები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის, აგრეთვე სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის სამეცნიერო-არქეოლოგიური კვლევების შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები ქვემო ვრცლად
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმზე, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის" მიერ ორგანიზებული პროექტის - კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს, ფარგლებში, ქ. თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებმა კერამიკის მოხატვის და მოზაიკის შექმნის მასატერკლასებში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ესწრებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, პედაგოგებთან ერთად.
5 სექტემბერს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმზე, ქ. თეთრიწყაროში მდებარე XVIII საუკუნის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კარგი შესაძლებლობა დამწყები და ბიზნესის გაფართოების მსურველი მეწარმეებისათვის! პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ აცხადებს საგრანტო კონკურსს სამიზნე თემებში: ახალსოფელი, ზირბითი, დაღეთი, დურნუკი, ირაგა, ივანოვკა, ჯიგრაშენი, ქოსალარი, ქოთიში, სამშვილდე, წინწყარო, ჭივჭავი, ხაიშსა და მარაბდაში მცხოვრები დამწყები და ბიზნესის გაფართოების მსურველი მეწარმეებისათვის. საგრანტო კონკურსის შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმირების მიზნით, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“-ს წარმომადგენელი მაკა პაპუკაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ქორიძეს შეხვდა და პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის კომპანიებში. პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს ბიზნეს საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა. დამწყები ბიზნესის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 3,600 (სამი ათას ექვსასი) ლარი (გრანტის სახით). ბიზნესის გაფართოების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 3,800 (სამი ათას რვაასი) ლარი (გრანტის სახით). ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://www.ctc.org.ge/?p=19407&fbclid=IwAR05JK6fbVhDrlizSeYy4s42ApYYnzs9rQg6-6EwPnhX4nm6LdWTzk3AvgE
უპრეცედენტო თანადგომა და მხარდაჭერა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას და მანგლისის მოსახლეობას, ა.ა.ი.პ. მანგლისის განვითარების ფონდისაგან. ფონდმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, დაბა მანგლისში 12 ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უსასყიდლოდ გადასცა. მომზადებული პროექტები სავალდებულო საექსპერტო შეფასების შემდგომ, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, დაფინანსების მიღების მიზნით, წარედგინება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 1 194 822 ლარს შეადგენს. საპროექტო დოკუმენტაცია, მანგლისის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა, 31 აგვისტოს, დაბა მანგლისში გამართულ არტ-ფესტივალზე, ოფიციალურად გადასცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას.
31 აგვისტოს, მულტიფუნქციური არტ-ფესტივალი „ბეგა-ფესტი“ დაბა მანგლისში წელს პირველად გაიმართა. მანგლისის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საგამოფენო სივრცეებში, წარმოდგენილი იყო ხელოვნების ნიმუშები, ინდივიდუალურ ხელოვანთა ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსი ოთარ არევაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის მოადგილეები: მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი, სოფლის ამბულატორიების რეაბილიტაციის და საჯარო სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მოწესრიგების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. სოფლად მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სერვისის სრულყოფისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს სოფელ კოდის, ბორბალოს, ვაშლოვნის და ორბეთის ამბულატორიების შენობების რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, ახალი ამბულატორიის მშენებლობა სოფელ პანტიანში. ხსენებული პრექტების განხორციელებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 178 327 ლარი.
ქ. თეთრიწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საავტომობილო გზა მოასფალტდა. პროექტით გათვალისწინებულია ასევე, ქუჩის 500მ-იან მონაკვეთზე, სამკუთხა ბეტონის სანიაღვრე კიუვეტების მოწყობა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი, ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს. ხელშეკრულების ღირებულება 168`833 ლარს შეადგენს.
16 აგვისტო 9 ძმა ხერხეულიძისა და მარაბდის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსენების დღეა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში, დილიდან მღვდელმსახურება შესრულდა, ტაძრის ეზოში, 9 ძმა ხერხეულიძის საფლავთან შეკრებილმა საზოგადოებამ, პატივი მიაგო მარაბდის ბრძოლაში გარდაცვლილ გმირთა ხსოვნას. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა: მალხაზ სამაშვილმა, ბერდია ხვისტანმა და ა.ა.ი.პ. კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორმა დავით ყაზახაშვილმა, გვირგვინით შეამკეს 9 ძმა ხერხეულიძის საფლავი და მერიის თანამშრომლებთან ერთად, სავედრებელ პარაკლისს დაესწრნენ.
ივლ 06 ორშ 2026
830
ივლ 03 პარ 2026
852
ივლ 02 ხუთ 2026
952
ივლ 03 პარ 2026
882
მაი 26 სამ 2026
1218
ივნ 11 ხუთ 2026
1246
იან 00
1235
იან 00
1451




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















