თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა. მერმა ხაზი გაუსვა საქართველოს გაქრისტიანების ისტორიულ როლს, ქვეყნის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას და ახალგაზრდებში ეროვნული ღირებულებების დამკვიდრებას.
შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა.
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ, საქართველოს გაქრისტიანების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ისტორიკოსმა გიორგი ჭეიშვილმა წმინდა ნინოს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ლექცია წაიკითხა.
პარალელურად, ღონისძიების სივრცეში თემატური გამოფენა მოეწყო, სადაც თეთრიწყაროს ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა.
შეხვედრას მერის მოადგილე ლია ზურებიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვალერიან სუხიტაშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ეპარქიის ინიციატივით და მერიის ორგანიზებით ჩატარდა.




COMMON
BUDGET
TENDERS
PROJECTS
AUCTIONS
ADD PETITION 
GALLERY





















































