თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2020-09-24

ქალაქ თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია, შენობის ინტერიერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. შენობაში უკვე შეიცვალა ამორტიზებული ხის კარ-ფანჯრები, გადაიხურა სახურავი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტერიერის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში მოეწყობა შესაბამისი სტანდარტების, თანამედროვე საგამოფენო სივრცე.

ვრცლად
2020-09-18

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში 60 ბავშვზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

ვრცლად
2020-09-16

COVID 19 -ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


ვრცლად
2020-09-15

დაბა მანგლისში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება  აქტიურად მიმდინარეობს.

ვრცლად
2020-09-08
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა.
15 სექტემბერს ენაგეთის სკოლის მოსწავლეები სწავლას ახალ გარემოში დაიწყებენ.
ვრცლად
2020-09-08

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა.

15 სექტემბერს საღრაშენის სკოლის მოსწავლეები სწავლას ახალ გარემოში დაიწყებენ.

 

 

 

ვრცლად
2020-09-04

თეთრიწყარო 2: 0 ხაიში

საფეხბურთო ჩემპიონატის ,,მოყვარულთა თასი 2020“-ის ფარგლებში, ქალაქ თეთრიწყაროში, გარისის მოედანზე გამართულ საფეხბურთო ტურნირზე გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელიც რეგიონალურ შეჯიბრში „11:11-ზე მოყვარულთა ლიგა“ იასპარეზებს.

ვრცლად
2020-08-31

29-30 აგვისტოს ქალაქ თეთრიწყაროში, გარისის მოედანზე, ქ. თეთრიწყაროსა და ხაიშის საფეხბურთო გუნდების ფინალური შეჯიბრი ანგარიშით ფრედ 1:1 დამთავრდა.

ვრცლად
2020-08-27

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გაეროს განვითარების პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია მუნიციპალურ დონეზე სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელიც იმუშავებს სოფლის განვითარების მხარდამჭერ ინიციატივებზე და დაკომპლექტდება საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან.


 

ვრცლად
2020-08-28

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხისში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღის  მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის 19 აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 18 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 055 527 ლარს შეადგენს.

ვრცლად
2020-08-26

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში 180 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღის  მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის 19 აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 18 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 896 262 ლარს შეადგენს.

 

 

ვრცლად
2020-08-21

21 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD)  ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად, საგრანტო კონკურსის მესამე ეტაპის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად
2020-08-08

8 აგვისტოს  თეთრიწყაროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, ვლადიმერ დავითაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ვრცლად
2020-08-01

მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოსა და ღოუბანში 2,5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს არსებული გზის  გაფართოებას, ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარისა და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციას.

ვრცლად
2020-07-22

მიმდინარე წლის 22 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ,თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ დაბა მანგლისში გაზიფიცირების სამუშაოები მოინახულეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

ვრცლად
2020-07-21

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ქორიძემ, სოფელ წინწყაროში მდებარე რძის გადამამუშავებელი საწარმო „წინწყარო+“ დაათვალიერეს და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ვრცლად
2020-07-16

COVID 19-      ით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად აგროსერვისის მიწოდება შეუფერხებლად, წესების სრული დაცვით ხორციელდება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებმა აქტიურად დაიწყეს თავთავიანი მოსავლის აღების პროცესი. მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებაში დახმარებას უწევს თეთრიწყაროს ფერმერთა მომსახურების ცენტრი, რომელიც უახლესი ტექნიკის გამოყენებით ფერმერებს აგრო მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს.

ვრცლად
2020-07-07

სოფელ ჯორჯიაშვილის და ბოგვის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მასშტაბური პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს მდინარე ალგეთის წყლის რესურსის გამოყენებით, ორი სოფლის მოსახლეობის, ჯამში 1500-მდე ბენეფიციარის სასმელი წყლით უზრუნველყოფას. 

ვრცლად
 

    2026 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები
    ნოემ 27 ხუთ 2025
    791