თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გრძელდება
03 მარ 2016
 

2016 წლის 15 თებერვლიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გრძელდება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებგვერდის მეშვეობით www.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც გულისხმობს წარმოდგენილი ბიზნეს იდეების სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსებას.
პროგრამის ძირითადი მიმართულებების გაცნობის მიზნით, 2 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა საინფორმაციო შეხვედრა გამგეობის ხელმძღვანელ პირებსა და ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე პროგრამის სიახლეეების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა პროექტის დირექტორმა ირინა თხელიძემ და პროექტის კოორდინატორმა ილია გოგოლაძემ. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის ინიციატივით, შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსი" და CDI5 (ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა,რომელიც ხორციელდება BP-ისა და მისი პარტნიორების ინიციატივითა და დაფინანსებით) პროექტის რეგიონალური კოორდინატორი - ქსენია კანდელაკი. 
აღნიშნული ორგანიზაციები ქვემო ქართლის რეგიონში ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით, ახორციელებენ პროექტებს რეგიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარების, ბიზნესმეწარმეობის ხელშეწყობის, აგრეთვე სხვადასხვა მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის და განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამგებლის წარმომადგენლებს გააცნეს კონკრეტული რეკომენდაციები, რათა სხვადასხვა სახელმწიფო თუ მუნიციპალური პროგრამების განხორციელებისას უზრუნველყოფილი იყოს სოფლად მცხოვრებ ქალთა მაქსიმალური ინფორმირებულობა, პროექტების თანაბარი ხელმისაწვდომობის და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით. 
"აწარმოე საქართველოში" პროგრამის უმთავრესი ამოცანას წარმოადგენს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერისა და რეგიონული ბაზრების განვითარების გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს მოსახლეობის შემოსავლების ზრდასა და მიკრო ბიზნესის წამოწყების ხელშემწყობი პროგრამების ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში დანერგვას. საერთო ჯამში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი მიმართულია რეგიონებში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საერთო კეთილდღეობის ამაღლებისაკენ.
პროგრამის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია მსხვილ ქალაქებსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება რიგ ფაქტორებზე, რაც გულისხმობს:
• რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას; 
• რეგიონის მკვიდრთა შემცირებული მიგრაციას (დედაქალაქში ან/და საზღვარგარეთ);
• რეგიონში თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრებას;
• რეგიონული პროდუქციის დივერსიფიკაციას; 
• ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნის მატებას;
• დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას;
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის სრულწლოვანი პირი, არ არის საჯარო მოხელე, სსიპ მეწარმეობის სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი, არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე განაცხადის შეტანის მომენტში და აცხადებს მზაობას ბიზნეს გეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად. 
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
• ბიზნეს იდეის წარდგენა ვებგვერდზე www.qartuli.ge აპლიკაციის ფორმის შევსების გზით
• ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგი
• დამუშავებული ბიზნეს გეგმის წარდგენა
• საბოლოოდ არჩეული ბიზნეს გეგმების თანადაფინანსება
• ბიზნესის კეტებისათვის საჭირო ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდში იგეგმება ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ 1500 ბენეფიციარის დაფინანსება და 3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება. ზოგადად პროგრამის ეფექტურობას ცხადყოფს პირველი რაუნდის მონაცემებიც, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით უკვე დაფინანსებულია 1620 ბენეფიციარი, ხოლო ტრენინგი გაიარა 3118 ბენეფიციარმა. 
2015 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. კონკურსში გაიმარჯვა დაალოებით 20-მდე ბენეფიციარმა, პრიორიტეტად განისაზღვრა სოფლის მეურნეობა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით წარმოდგენილი პროექტები (საოჯახო სასტუმროების მოწყობა). ადგილობრივი ხელისუფლება მხარს უჭერს და აქტიურად არის ჩართული სამთავრობო პროგრამის წარმატებით განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5087
 
 
 
სიახლეები
იან 00
891
ივლ 02 ოთხ 2025
3163
ივნ 27 პარ 2025
3065
აგვ 12 სამ 2025
3300
ივლ 01 ორშ 2024
6030
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    იან 00
    891
    ნოემ 27 ხუთ 2025
    1215