თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით და ა.ა.ი.პ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულების გაერთიანება კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, 27 დეკემბერს ქ. თეთრიწყაროს ცენტრში, ღია ცის ქვეშ გრანდიოზული წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. მსმენელთა განწყობაზე იზრუნა ეთნო-ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბანმა“, ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ: ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოდის წყარო“, ხალხურ საკრავთა ჯგუფები “ლილეო“ , „მთის არწივი“, „სალაღობო“ და „წინწყარო“, მსოფლიო ხალხთა ცეკვის და სამეჯლისო ცეკვის ანსამბლები. კონცერტს უძღვებოდა მსახიობი დავით ბეკოშვილი.
მოსახლეობა დალოცა და დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ, ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური,საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
სიახლეები
ქ. თეთრიწყაროში გრანდიოზული წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა
28 დეკ 2016
მნახველთა რაოდენობა: 5021
სიახლეები
ივლ 06 ორშ 2026
812
ივლ 03 პარ 2026
834
ივლ 02 ხუთ 2026
937
ივლ 03 პარ 2026
864
მაი 26 სამ 2026
1203
ივნ 11 ხუთ 2026
1231
იან 00
1218
იან 00
1436




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა






















































