თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქ თეთრიწყაროს მეორე საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია არსებული საპირფარეშოების,სამზარეულოს, სასადილო ოთახებისა და პანდუსის მოწყობა/რეაბილიტაცია.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 15 ოქტომბრიდან განახლდა, მათ შორის სოფელ ჭივჭავის ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღშიც.
27 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
ქალაქ თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია, შენობის ინტერიერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. შენობაში უკვე შეიცვალა ამორტიზებული ხის კარ-ფანჯრები, გადაიხურა სახურავი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტერიერის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში მოეწყობა შესაბამისი სტანდარტების, თანამედროვე საგამოფენო სივრცე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში 60 ბავშვზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
COVID 19 -ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დაბა მანგლისში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა.
15 სექტემბერს საღრაშენის სკოლის მოსწავლეები სწავლას ახალ გარემოში დაიწყებენ.
თეთრიწყარო 2: 0 ხაიში
საფეხბურთო ჩემპიონატის ,,მოყვარულთა თასი 2020“-ის ფარგლებში, ქალაქ თეთრიწყაროში, გარისის მოედანზე გამართულ საფეხბურთო ტურნირზე გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელიც რეგიონალურ შეჯიბრში „11:11-ზე მოყვარულთა ლიგა“ იასპარეზებს.
29-30 აგვისტოს ქალაქ თეთრიწყაროში, გარისის მოედანზე, ქ. თეთრიწყაროსა და ხაიშის საფეხბურთო გუნდების ფინალური შეჯიბრი ანგარიშით ფრედ 1:1 დამთავრდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გაეროს განვითარების პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია მუნიციპალურ დონეზე სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელიც იმუშავებს სოფლის განვითარების მხარდამჭერ ინიციატივებზე და დაკომპლექტდება საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხისში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის 19 აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 18 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 055 527 ლარს შეადგენს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში 180 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის 19 აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 18 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 896 262 ლარს შეადგენს.
21 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად, საგრანტო კონკურსის მესამე ეტაპის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
8 აგვისტოს თეთრიწყაროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, ვლადიმერ დავითაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოსა და ღოუბანში 2,5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს არსებული გზის გაფართოებას, ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარისა და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციას.